Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

‘ნაციონალების’ ქუთაისის შტაბი:-‘სამწუხაროა, რომ ხელისუფლება არჩევნების გაყალბების გზას დაადგა’

თარიღი : 15-06-2014, 15:20 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, არჩევნები   
topnews.com.ge
„ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის სააჩევნო შტაბში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მიმდინარეობისას გამოვლენილ დარღვევებზე სპეციალური ბრიფინგი გამართეს. შტაბის ხელმძღვანელის გიორგი ვაშაძის თქმით, ხელისუფლება არჩევნების გაყალბების გზას დაადგა, რისი პირველი ნიშანიც უბნებზე კარუსელის რამდენიმე დაფიქსირებული ფაქტია.
„სამწუხაროა, რომ ხელისუფლება არჩევნების გაყალბების გზას დაადგა.დავაფიქსირეთ კარუსელის რამდენიმე შემთხვევა, რას იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლება არჩევნებს აყალბებს“,-განაცხადა ვაშაძემ.
ბრიფინგზე „ნაციონალებმა“ დარღვევის სულ 10 ფაქტზე ისაუბრეს. მათ შორის # 28 საარჩევნო უბანზე გიორგი თევდორაძის თქმით 10-მა პიროვნებამ ხმა სხვისი პირადობით მისცა, 41-ე უბანზე კი პიროვნებას მარკირების გარეშე სურდა ხმის მიცემა. თევდორაძის თქმით, ნიკეას 102-ე, 103-ე, 104-ე , 105-ე და 108-ე უბნებზე მიკროავტობუსები იდგნენ, სადაც ერთი და იგივე ადამიანები ისხდნენ და ცდილობდნენ ყველა უბანზე მიეცათ ხმა. თევდორაძე მიიჩნევს, რომ სწორედ ეს ფაქტი ადასტურებს უბნებზე კარუსელის არსებობას.


ნანახია: 1860-ჯერ

მსგავსი სიახლეები
დაფიქსირდა საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადოდ წარმოების 6, დამკვირვებლის უფლებების შეზღუდვის 2, წილისყრის პროცედურის დარღვევის
შაშიაშვილი არჩევნების გაყალბების დიდ ალბათობაზეც საუბრობს.
ქუთაისის საარჩევნო ოლქის #76 უბანზე გადასატანი ყუთის სიაში ამომრჩევლის ნაცვლად ოჯახის სხვა წევრი შეიყვანეს.
თევდორაძემ უბნებში პოლიციის საეჭვო გააქტიურებაზე ისაუბრა
გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ საკუთარი არჩევანი ქუთაისში, № 22-ე მეორე უბანზე გააკეთა.