ქუთაისის 25–ე საარჩევნო უბანზე ამომრჩევლმა ხმა საკონტროლო ფურცლის ჩაგდებამდე მისცა
თარიღი : 15-06-2014, 10:14 | კატეგორია: ახალი ამბები, არჩევნები

ქუთაისის 25–ე საარჩევნო უბანზე პირველი დარღვევა დაფიქსირდა. უბანზე პირველმა ამომრჩეველმა ხმა საარჩევნო ყუთში საკონტროლო ფურცლის ჩაგდებამდე მისცა. როგორც კომისიის თავმჯდომარე განმარტავს, ნაკადის მომწესრიგებელმა ვერ უზრუნველყო ამომრჩველის კონტროლი, ვიდრე საკონტროლო ფურცლის შესახებ მონაცემები ჩანაწერთა წიგნში შევიდოდა.
„ვერ მოვასწარით ჩანაწერთა წიგნში საკონტროლო ფურცლის მონაცემების შეტანა და ამომრჩეველმა მოგვასწრო პირველი ბიულეტენის ჩაგდება. მომხდარზე უკვე იციან საოლქო საარჩევნო კომისიაში“,–აცხადებს # 25–ე საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ნანა ფხაკაძე.
როგორც კომისიის წევრები ამბობენ, მომხდარი დაუყოვნებლივ ეცნობა ქუთაისის საოლქო საარჩევნო კიმისიას. ადგილზე უკვე იმყოფებოდა საოლქო კომისიის თავმჯდომარე ავთანდილ ოსეფაიშვილი, რომელმაც კომისიის წევრებთან ერთად დარღვევის ფაქტი აღწერა.
მომხდარზე საჩივარი დაწერა „ნაციონალური მოძრაობის“ დამკვირვებელმა ნოე კუხიანიძემ.
საარჩევნო კანონმდებლობთ, ყუთში საკონტროლო ფურცლის ჩაგდებამდე ხმის მიცემა შესაძლოა უბანზე ხმების ბათილად ცნობის მიზეზი გახდეს.