'კაბინეტებში რომ შევუსიოთ ეს გაცოფებული ძაღლები იმათ, ვისაც ეს საკითხი ეხება, მერე ხომ მიხედავენ?,-ზესტაფონში მოსახლეობა დახმარებას ითხოვს
თარიღი : 31-03-2023, 22:19 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ზესტაფონში მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. ადგილობრივების თქმით, ქალაქში მიუსაფარი ძაღლების რაოდენობა გაიზარდა. როგორც მოსახლეობა ამბობს, ზესტაფონში გადაადგილება საშიში გახდა, რადგან ძაღლები ადამიანებს ერჩიან.
"ამას რა ქვია არ ვიცი. უკვე მერამდენე შემთხვევაა. შიშით დადის ხალხი და სკოლებში ბავშვები და ასეთი უყურადღებობა არ შეიძლება. სანამ უბედურება არ მოხდება, მანამდე რეაგირება არ არის. ასე არ შეიძლება"
"კაბინეტებში რომ შევუსიოთ ეს გაცოფებული ძაღლები იმათ, ვისაც ეს საკითხი ეხება მერე ხომ მიხედავენ?ხალხი შიშით დადის მთელ ქალაქში, ყველგან ესენი არიან, ყველა კუთხეში. კილომეტრებს ვუვლი ხოლმე, რომ არ დამგლიჯონ, მეშინია.."
"მთელი ქალაქის ტერიტორია სავსეა ძაღლებით, სხვა ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, აუცრელები და დაავადებულები არიან უმეტესობა"
მეხუთე სკოლის მიმდებარე ტერიტორია უკვე გაუსაძლისია-ვერც დილას გამივლია და ვერც ღამე შიშით. ვინმემ ხომ უნდა მოაგვაროს ეს პრობლემა, რომ ქალაქი უსაფრთხო გახდეს?".