Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"ერთობლივი ძალისხმევით იმერეთი და ქუთაისი უნდა გახდეს მიმზიდველი, როგორც ადგილობრივებისთვის, ასევე ჩვენი უცხოელი ტურისტებისთვის"

თარიღი : 31-03-2023, 18:01 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე რეგიონში ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვერდაზე იმერეთში მოქმედი ტურისტული კომპანიების, სასტუმროების, ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის სფეროს წარმომადგენლებისგან რეგიონში ტურიზმის სექტორში არსებული გამოწვევები და იმერეთის ტურისტული შესაძლებლობები განიხილეს.

"რეგიონში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი გვაქვს განხორციელებული კერძო სექტორის მონაწილეობით. სწორედ ასეთი შეხვედრები უწყობს ხელს, რომ ჩვენ მომავალშიც ტურიზმის სფეროში ჩართული ბიზნესის მეშვეობით შევიმუშაოთ კიდევ უფრო საინტერესო პროექტები. ერთობლივი ძალისხმევით იმერეთი და ქუთაისი უნდა გახდეს მიმზიდველი, როგორც ადგილობრივებისთვის, ასევე ჩვენი უცხოელი ტურისტებისთვის,"- განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

ქუთაისში გამართულ შეხვედრაზე კერძო სექტორის წარმომადგენლები ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტებსა და მიმდინარე აქტივობებს გაეცნენ. კომპანიები და სასტუმროები განსაკუთრებით დაინტერესდნენ თუ რა ნაბიჯები იდგმება საერთაშორისო ტურისტულ ბაზრებზე იმერეთის ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაციისა და რეგიონში ტურისტული ნაკადების გაზრდის კუთხით.


ნანახია: 278-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი