Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რიკოთის მონაკვეთს სპეციალისტები აკვირდებიან

თარიღი : 30-03-2023, 13:02 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
რიკოთის მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა კვლავ აკრძალულია. როგორც საავტომობილო გზების დეპარატმენტის თავმჯდომარე გიორგი წერეთელი ამბობს, მონაკვეთს, სადაც მეწყერსაშიში ვითარებაა, სპეციალისტები აკვირდებიან.

"რიკოთის მონაკვეთზე, 149-ე კილომეტრზე არსებულ გზასთან სიახლოვეს, მეწყრულ უბანზე, სპეციალისტების დაკვირვების შედეგად და კლიმატური პირობების გაუარესების გამო, შესაძლო მეწყრული პროცესების განვითარებასთან დაკავშირებით და ნებისმიერი სახის საფრთხის თავიდან აცილების მიზანშეწონილობიდან გამომდინარე მოგვეცა რეკომენდაცია, რომ რიკოთის მონაკვეთზე დროებით დაკეტილიყო ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა.

ამ ეტაპზე, დასავლეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა გადართულია გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის მიმართულებით. კვლავ აქტიურად გრძელდება დაკვირვების პროცესი აღნიშნულ მეწყრულ უბანზე სპეციალისტების მიერ და როგორც კი მოგვეცემა მათ მიერ რეკომენდაციები, გაიხსნება ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა,"- განაცხადა საავტომობილო გზების დეპარატმენტის თავმჯდომარემ გიორგი წერეთელმა.


ნანახია: 458-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი