სოფელ ჭორვილაში, ივანიშვილის ფერმაში გამოყვანილი ხოხობი ზესტაფონში გაუშვეს
თარიღი : 27-03-2023, 17:42 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

საჩხერის სოფელ ჭორვილაში, აგროკომპლექსში გამრავლებული ხოხობი ველური ბუნების ეროვნულმა სააგენტომ ზესტაფონის მუნიციპალიტეტში გაუშვა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, მეორე სვირისა და აჯამეთის ტერიტორიაზე 80 ფრთა კოლხური ხოხობი გაუშვეს.
კოლხური ხოხობი საქართველოში ენდემური სახეობაა. შემცირებული სახეობების აღდგენა - გამრავლების ხელშეწყობის პროექტი 2016 წლიდან ხორციელდება.
სააგენტოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელთა განმარტებით, ტერიტორიას მეთვალყურეობას ადგილობრივ მონადირეთა საინიციატივო ჯგუფთან ერთად, გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტო გაუწევს.