Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ამბროლაურში ძაღლზე ცოფის 8 შემთხვევა ფიქსირდება

თარიღი : 27-03-2023, 14:10 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ამბროლაურში ძაღლზე ცოფის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 8-მდე გაიზარდა. აღნიშნულთან დაკავშირებით რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული-პაპუნა მარგველიძე სურსათის ეროვნული სააგენტოს- რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს უფროსს-გაბრიელ ჩიკვაიძეს შეხვდა.

როგორც შეხვედრაზე ითქვა, გრძელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან მიუსაფარი ძაღლების გადაყვანა თავშესაფარში. ასევე, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს ცოფის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური ვაქცინაცია და სადეზინფექციო სამუშაოები, რომელიც აქტიურად გაგრძელდება და ცოფის დადასტურებული ადგილიდან 3 კილომეტრის რადიუსს მოიცავს.

შეგახსენებთ, რომ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის- პაპუნა მარგველიძის გადაწყვეტილებით, გამოცემულია განკარგულება საკარანტინო შეზღუდვების დაწესებასთან დაკავშირებით იმ ლოკაციებზე, სადაც ცოფის დადასტურებული შემთხვევები გამოვლინდა.


ნანახია: 1377-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი