Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ტყიბულიდან გაუჩინარებულ ახალგაზრდა მამაკაცს კვლავ ეძებენ-რა ვერსია აქვს ოჯახს?

თარიღი : 26-03-2023, 18:27 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ტყიბულიდან გაუჩინარებულ ახალგაზრდა მამაკაცს კვლავ ეძებენ.

27 წლის ილია ფუტკარაძე 17 მარტს, გამთენიას გაუჩინარდა. ახლობლების თქმით, ის სახლიდან ისე წავიდა, რომ არავინ გაუფრთხილებია და მასთან კონტაქტი შეწყდა.

გახდა ცნობილი, რომ ილია გაუჩინარებიდან რამდენიმე საათის შემდეგ, ტყიბულიდან შაორის წყალსაცავისკენ მიმავალ გზაზე ნახეს.

"ჩვენი ვარაუდით, ის წავიდა დილის რიჟრაჟის გადასაღებად წყალსაცავთან და მასთან მდებარე მთასთან და აპირებდა უკან დაბრუნებას. ამის თქმის საფუძველა გვაძლევს ის, რომ თან ნივთები არ წაუღია. სახლში დატოვა პასპორტი და ტელეფონის სატენი.

17 მარტის შემდგომ რა მოხდა, ჩვენთვის უცნობია.

გაუჩინარებიდან 8 დღის შემდეგ ჩვენ არანაირ დამაიმედებელ ინფორმაციას არ ვფლობთ, მაგრამ იმედს არ ვკარგავთ. პოლიციას მივაწოდეთ ყველა ის ინფორმაცია, რასაც კი ვფლობდით და ისინი აქტიურად არიან ჩაბმულები გამოძიებაში. როგორც გვითხრეს, სამაშველო სამსახური დღეს ჩაერთო სამძებრო სამუშაობებში.

ყველას ძალიან გთხოვთ, თუ ვინმეს გაქვთ რაიმე სახის ინფორმაცია ილიას ადგილსამყოფელთან დაკავშირებით, მომწერეთ ტელეგრამში @natochinka ან დამირეკეთ ნომერზე 599407860 ან მიაწოდეთ ინფორმაცია პოლიციას.

ახლა ძალიან მნიშვნელოვანია მაქსიმალურად გავავრცელოთ ინფორმაცია, რომ ილია ჯერ კიდევ დაკარგულია. გავიდა ერთ კვირაზე მეტი და აუცილებელია გამოვიყენოთ ყველა რესურსი,"-ამბობს ნათელა სულაქველიძე.


ნანახია: 809-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისში გაუჩინარებულ 32 წლის მამაკაცს ოჯახი

ამინდი