Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რა უნდა იცოდეს ამომრჩეველმა არჩევნბების დღეს?

თარიღი : 14-06-2014, 15:39 | კატეგორია: სამართალი   
topnews.com.ge
2014წლის15 ივნისს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია!

• საქართველოში სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა ხალხი. სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში.
• ხალხითავის ძალაუფლება სახორციელებს რეფერენდუმის, უშუალო დემოკრატიის სხვა ფორმებისა და თავისი წარმომადგენლების მეშვეობით.
• არავის არა აქვს უფლება მიითვისოს ან უკანონოდ მოიპოვოს ხელისუფლება.
იცოდეთ!
• თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეები ადგილობრივი მნიშვნელობის საქმეებს აწესრიგებენ ადგილობრივი თვითმმართველობის მეშვეობით, სახელმწიფო სუვერენიტეტის შეულახავად, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები ხელს უწყობენ ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებას.
• ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოს – საკრებულოს ირჩევენ თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეები პირდაპირი, საყოველთაო, თანასწორი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით.
გასხოვდეთ!
2014წლის 15 ივნისი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეა!
ნუ დაიზარებთ!
მიდით თქვენს საარჩევნო უბანში15 ივნისს დილის 8 საათიდან საღამოს 20 საათამდე!
ყურადღება!
საარჩევნო უბანზე მისვლისას თან იქონიეთ!
• საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა/ ID ბარათი;
• საქართველოს მოქალაქის პასპორტი;
• საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირისათვის – ასევე დევნილის მოწმობა (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობასთან ერთად)
იცოდეთ!
მარკირება, თვალისწინებს თვალით უხილავი და ადამიანის ჯანმრთელობისათვის უვნებელი ქიმიური საღებავის წასმას ამომრჩევლის მარჯვენა ხელის ცერა ან საჩვენებელი თითის ფრჩხილზე (აღნიშნული მოქმედების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში – მარჯვენა ხელის სხვა თითის ფრჩხილზე, ხოლო ამის შეუძლებლობისას – ასეთივე წესით მარცხენა ხელზე).
ყურადღება!
• საარჩევნო ბიულეტენების შევსების დროს ყურადღება მიექციეთ ხელმოწერას და ბეჭედს! წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს ბიულეტენს ბათილად სცნობენ.

• კენჭისყრის ფარულობის უზრუნველსაყოფად კენჭისყრის კაბინაში ფოტო- და ვიდეო გადაღება აკრძალულია.
დაიმახსოვრეთ!
თითოეულ ხმას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის მომავლისათვის!


ნანახია: 1320-ჯერ

მსგავსი სიახლეები
არჩევნების დღეს რომელ საათებში იმართება კენჭისყრა? ამომრჩევლის ბარათის მიუღებლობა წარმოადგენს თუ არა კენჭისყრაში მონაწილეობის
პროექტი მიზნად ისახავს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და ხორციელდება
ამ დროისთვის საუბნო კომისიებში წარდგენილია 43 საჩივარი, 21 საჩივარია წარდგენილი საოლქო კომისიებში. ჩანაწერთა წიგნში
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ქუთაისში 123 საარჩევნო უბანი და საარჩევნო კომისიის 1 599 წევრი იმუშავებს.
აქციის ფარგლებში პირადობის მოწმობის უფასოდ აღებას შეძლებენ ის პირები, რომლებსაც საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი
2012 წლიდან დღემდე 1 753 081 პირადობის მოწმობა გაიცა. დღეის მდგომარეობით, საქართველოს 2 084 544 მოქალაქე უკვე ფლობს ელექტრონულ

ამინდი