ხარაგაულის სოფელ წიფის ცენტრალური გზის რეაბილიტაციისათვის 537 659 ლარი დაიხარჯება
თარიღი : 24-03-2023, 22:37 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ წიფაში გზის რეაბილიტაცია იწყება. სამუშაოების განხორციელების მიზნით მერიამ ტენდერი გამოაცხადა.
როგორც სატენდერო დოკუმენტაციაში ვკითხულობთ, პროექტი გარდამავალია და 2024 წელს დასრულდება.
საერთო ჯამში, წიფის ცენტრალური გზის რეაბილიტაციისათვის 537 659 ლარი დაიხარჯება.
ხარაგაულის მერის კობა ლურსმანაშვილი ინფორმაციით, მიმდინარე წელს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 510 051 ლარი გამოეყო.
აღნიშნული თანხიდან პირველ ეტაპზე 300 000 ლარი წიფის ცენტრალური გზის რეაბილიტაციისთვის დაიხარჯება. 210 051 ლარი კი გედსამანიაში ბლიაძეების საუბნო გზის კეთილმოწყობისათვის მიიმართა.
მაღალმთიანი დასახლების სტატუსი ხარაგაულის 11 სოფელს აქვს. აღნიშნული სოფლების უმრავლესობაში საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგებულია.