შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, 14.7 კმ სიგრძის 4 ზოლიანი გზის, 17 ხიდის და 10 გვირაბის მშენებლობა მიმდინარეობს
თარიღი : 24-03-2023, 11:35 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ჩქაროსნული მაგისტრალის რიკოთის მეოთხე, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე - პროექტის ფარგლებში N4 ხიდზე, (არგვეთა-თბილისის მიმართულება) ლითონის კოჭების მონტაჟის სამუშაოები დასრულდა.
აღნიშნული სამუშაოები კოჭის სამონტაჟო სპეციალური დანადგარით შესრულდა, რომელიც დღეის მდგომარეობით, საქართველოში ტვირთამწეობით ყველაზე დიდი მოცულობის არის. მაქსიმალური ტვირთამწეობა 400 ტონას შეადგენს.
შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ჯამში, გათვალისწინებულია 14.7 კმ სიგრძის 4 ზოლიანი გზის, 17 ხიდის და 10 გვირაბის მშენებლობა. აღსანიშნავია, რომ მეოთხე ხიდის სიგრძე 458 მეტრს შეადგენს.
შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის მშენებლობას აზიის განვითარების ბანკი (ADB) აფინანსებს.