Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

თემურ შაშიაშვილის 'მოლოდინები და პროგნოზები' არჩევნებამდე 1 დღით ადრე

თარიღი : 14-06-2014, 14:32 | კატეგორია: პოლიტიკა, არჩევნები   
topnews.com.ge
რუბრიკა "ქუთაისის მერობის კანდიდატების მოლოდინები და პროგნოზები" ადგილობრვი თვითმმართველობის არჩევნებამდე ყველა კანდიდატს დაეთმობა. რუბრიკაში ქუთაისის მერობის კანდიდატები აფასებენ საარჩევნო კამპანიას და აკეთებენ პროგნოზებს არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით.

რუბრიკის მორიგი სტუმარია „ბურჯანაძე–ერთიანი ოპოზიციის“ ქუთაისის მერობის კანდიდატი თემურ შაშიაშვილი

კმაყოფილი ხართ თუ არა თქვენი საარჩევნო კამპანიით?

პირადად მე კმაყოფილი ვარ. დაახლოებით 30 ათას ადამიანს შევხვდი ამ ხნის განმავლობაში. ვფიქრობ ის განწყობა, რაც მათ ჰქონდათ, აისახება არჩევნებზე. სამაგიეროდ არ ვარ კმაყოფილი საარჩევნო გარემოთი, რადგან ეს იყო კლასიკური შუააზიური დიქტატორული ქვეყნისთვის დამახასიათებელი კამპანია, ეს იყო ფულის პარპაში. მილიონრები ყავთ ჩასმული სიებში და ყველამ იცის რატომაც.

დაფიქსირდა თუ არა ხელის შეშლის ფაქტები საარჩევნო კამპანიის წარმოების დროს?

უამრავი ფაქტი იყო ხელის შეშლის, მაგალითად სასტუმრო „თბილისში“ როცა მივედი, იქ იყო ნასვამი მამკაცი, რომელიც შეხვედრის ჩაშლას გეგმავდა, როგორც მოგვიანებით გავიგე, მას დავალება ჰქონდა, რომ არავინ გამოსულიყო ჩემთან შესახვედრად. ასევე მოგვიანებით გავარკვიე, რომ ის ადამიანი ანტიდისკრიმინაციული კანონის მხარდამჭერი იყო. ხალხმა განსაჯოს, როგორია იმ პარტიის მომავალი, რომელიც ასეთ ხალხზე დგას.

თქვენი პროგნოზით, რამდენ პროცენტს აიღებთ როგორც მერობის კანდიდატი?

თუ ყველფერი სწორად ჩატარდება, ეს იმას ნიშნავს, რომ მე პრობლემა არ უნდა მქონდეს. ვფიქრობ პირველივე ტურში უნდა გადაწყდეს შედეგები.

თქვენი პროგნოზით, რამდენი დეპუტატი მოხვდება საკრებულოში თქვენი პარტიული სიით?

თუ მმართველი გუნდი პირველზე გავიდა და მეორეზე „ნაციონალური მოძრაობა“ გაიყვანა, ეს იქნება შეთქმულება არამხოლოდ ქუთაისში, არამედ სახელისუფლებო დონეზე. მიმაჩნია, რომ ქუთაისის საკრებულოში „ქართულმა ოცნებამ“ და ჩვენ პირველი და მეორე ადგილი უნდა გავინაწილოთ.

რამდენი დაიხარჯა თქვენი საარჩევნო კამპანიისთვის?

თანხა დავხარჯეთ გაზეთებისა და პლაკატების დამზადებაში. ასევე საინფორმაციო უზრუნველყოფაში, რაც ჯამში 15 ათას ლარს არ აჭარბებს.


ნანახია: 1937-ჯერ

მსგავსი სიახლეები
'დარწმუნებული ვარ ქალაქის მერი გავხდები'
ყველა გამოკითხვით შოთა მურღულია მეოთხე ადგილზეა
'ნაციონალური მოძრაობა' ბრაზილიის ნაკრებს გავს
შაშიაშვილი არჩევნების გაყალბების დიდ ალბათობაზეც საუბრობს.

ამინდი