Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

იმერეთში ვენახებს აღრიცხავენ

თარიღი : 22-03-2023, 15:21 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
იმერეთში ვენახების კადასტრის შექმნა იწყება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე მევენახეობის მარეგულირებელი სამმართველოს უფროსს დავით მაღრაძეს და თავმჯდომარის მოადგილეს ზურაბ ვაჭარაძეს შეხვდა.

შეხვედრაზე ვენახების ეროვნული კადასტრის შექმნის აუცილებლობის საკითხი განიხილეს, რაც მათი თქმით, სამომავლოდ მევენახეობა-მეღვინეობის სტაბილური განვითარების გარანტი იქნება.

"კადასტრის საშუალებით მოხდება ვენახების ნაკვეთების აგრონომიული ინფორმაციის შეკრება, აეროფოტო სურათებზე დაფუძნებული საანკეტო ინფორმაციის შეკრება და მუდმივი განახლება.

მევენახეობის კადასტრის მუშაობა ხელს შეუწყობს ტექნოლოგიების განვითარებას, ყურძნის ხარისხის ამაღლებას, მევენახეების ინტერესების დაცვით დაფინანსების პროგრამებში ჩართვას და ყურძნის ჩაბარების გამარტივებას.

ინფორმაციის უკეთ გაცნობის მიზნით ადგილზე მოხდება მევენახეებთან შეხვედრა და მათთვის სრული ინფორმაციის მიწოდება,"-აცხადებენ იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში.


ნანახია: 244-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი