Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ვანის მერმა მოხალისეებთან ერთად, ვანში სხვადასხვა ტერიტორია დაასუფთავა

თარიღი : 22-03-2023, 14:08 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ვანის მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქცია გაიმართა.

დასუფთავების აქციაში მონაწილეობა ვანის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა, მერის მოადგილეებმა, ადგილობრივი ხელისუფლების წევრებმა, მერიის თანამშრომლებმა და სხვა მოხალისეებმა მიიღეს.

აღნიშნული აქციის ფარგლებში ვანში დასუფთავდა რამდენიმე ლოკაცია, მათ შორის დავით ყიფიანის სახელობის ახლადრეაბილიტირებული სკვერი, მდინარე სულორის და ჭიშურას სანაპიროები, ასევე დიხაშხოს გოგირდის გეიზერების მიმდებარე ტერიტორია.

წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დასუფთავების აქცია ვანში ყოველწლიურად იმართება და მასშტაბურ ხასიათს ატარებს.


ნანახია: 178-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მსოფლიო დასუფთავების დღესთან დაკავშირებით ვანის მუნიციპალიტეტში დასუფთავების მასშტაბური აქცია გაიმართა.
დასუფთავების აქცია წყლის რესურსების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით იმერეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში გაიმართა.

ამინდი