ქუთაისში კლინიკამ, რომელიც ონკოპაციენტებს ემსახურებოდა, მუშაობა დროებით შეაჩერა
თარიღი : 20-03-2023, 11:17 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისში, სამედიცინო ცენტრმა „საროველმა“ მუშაობა დროებით შეაჩერა. როგორც ცნობილია, აღნიშნულის მიზეზი სამედიცინო დაწესებულებაში საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლების შესვლა გახდა.
კლინიკა ქუთაისში, 9 აპრილის ქუჩაზე მდებარეობს და ის მომსახურებას ონკოლოგიურ პაციენტებს უწევს.
„ჩვენო ძვირფასო პაციენტებო და საროველელებო!
მოგახსენებთ, რომ ამ ბოლო დროს ჩვენს კლინიკაში განხორციელებულმა მონიტორინგმა ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან, თითოეულ ჩვენგანში უდიდესი სტრესი და ფსიქოლოგიური ტრავმა გამოიწვია, რისთვისაც ჩვენ გიხდით ბოდიშს. ჩვენ გვჯერა, რომ ცრუ და არასწორად მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ჯანდაცვის მაკონტროლებლები შევიდნენ შეცდომაში.
ვიმედოვნებთ, ყველაფერი გაირკვევა და დალაგდება ისე როგორც ჩვენი კლინიკა იმსახურებს და ონკოპაციენტები არ დაზარალდებიან ჯანდაცვის მიერ მიღებული კაბალური გადაწყვეტილებით,“-ნათქვამია კლინიკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.