Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

შოთა მურღულია: ჩვენ ღირსეულად გავიმარჯვებთ

თარიღი : 14-06-2014, 12:10 | კატეგორია: პოლიტიკა, არჩევნები   
topnews.com.ge
„სიმბოლურია,რომ დღეს ამომრჩევლებს გამარჯვების ოლქში ვხვდებით, რადგან ჩვენ ღირსეულად გავიმარჯვებთ. ამ ხნის განმავლობაში თითქმის ყველა უბანში მივედით და გავეცანით მოსახლეობის პრობლემებს. მინდა გითხრათ, მოქალაქეების აქტიურობა არის მაღალი და მჯერა ასეთი დიდი აქტივობა იქნება 15 ივნისსაც“, - ეს განცხადება „ქართული ოცნების“ ქუთაისის მერობის კანდიდატმა შოთა მურღულიამ გამარჯვების ოლქში მოსახლეობასთან შეხვედრაზე გააკეთა.
შოთა მურღულიამ ამომრჩეველს მოუწოდა მხარი დაუჭიროს ,,ქართული ოცნების“ როგორც მერობის, ისე საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატებს,რომლებიც საარჩევნო სიაში 41-ნომრით არიან.
შოთა მურღულიას თქმით, საარჩევნო კამპანიის დროს მოსახლეობასთან შეხვედრებზე გაჟღერებული პრობლემური საკითხები ჩანიშნულია და გამარჯვების შემთხვევაში ,,ქართული ოცნება“ადგილობრივ თვითმმართველობაში მათ მოგვარებაზე იზრუნებს. მოსახლოებასთან შეხვედრაზე შოთა მურღულიამ ასევე ისიც აღნიშნა,რომ გამარჯვების შემთხვევაშიც აქტიურად გავა მოსახლეობაში.


ნანახია: 1838-ჯერ

მსგავსი სიახლეები
შოთა მურღულიამ საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატებთან თემურ ნადირაძესთან და ნატო ქათამაძესთან ერთად, ქალაქ- მუზეუმის და
მურღულია დღეს ქუთაისელ ამომრჩევლებს ქალაქმუზეუმის, ნიკეას და ვაკისუბნის ოლქებში, მაჟორიტარობის კანდიდატებთან ერთად შეხვდა.
ქალაქ-მუზეუმის სამაჟორიტარო ოლქში ექიმი თეიმურაზ ნადირაძე იყრის კენჭს, უქიმერიონის სამაჟორიტარო ოლქში ასევე პროფესიით ექიმი
,,ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი შოთა მურღულია მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.
„ქართული ოცნების“ ქუთაისის მერობის კანდიდატი შოთა მურღულია ქალაქში მოქმედ სამედიცინო დაწესებულებების ხელმძვანელებსა და ექიმებს
“ქართული ოცნების“ ქუთაისის მერობის კანდიდატმა შოთა მურღულიამ ქალაქის ორ საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები

ამინდი