Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

სხვადასხვა რაიონიდან ჩამოყავთ ძაღლები-რას უკავშირებს ამბროლაურის მოსახლეობა ცოფის შემთხვევებს?

თარიღი : 18-03-2023, 14:38 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
რაჭაში, ამბროლაურში მაცხოვრებლები ე.წ. მაწანწალა ძაღლების მომრავლებაზე საუბრობენ.

ადგილობრივების განცხადებით, რაჭაში სტუმრად ჩამოსული ან რაჭის გავლით თბილისში მიმავალი პირები თავიანთ შინაურ ცხოველებს საავტომობილო გზებზე ტოვებენ, რაც მათი თქმით, მუნიციპალიტეტში მიუსაფარი ცხოველების სიმრავლეს იწვევს. აღნიშნულს უკავშირებს მოსახლეობა ამბროლაურში ცოფის 3 შემთხვევის დადასტურებას, რასაც კარანტინის გამოცხადება მოჰყვა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები იმ ტერიტორიების დეზინფექციას ახდენენ, სადაც ცოფით დაავადებული ძაღლების გარდაცვალების ფაქტები დაფიქსირდა. სპეციალისტების თქმით, ბოლო 30 წელია ცოფის შემთხვევა არ ახსოვთ. მათივე განცხადებით, მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს პრევენციული ზომების გატარება.

ცოფის პირველი შემთხვევა ამბროლაურის სოფელ კვაცხუთში დაფიქსირდა, სადაც ძაღლი, რომელმაც პატრონს უკბინა, გარდაიცვალა.

"სხვადასხვა რაიონიდან ჩამოყავთ ძაღლები და ჩვენთან სვამენ. უამრავი მაწანწალა ძაღლია. ცოფის შემთხვევების გამო დაიწყეს ძაღლების თავშესაფრებში გადაყვანა. ხალხი პანიკაში ვიყავით, მაგრამ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს,"-ამბობენ ადგილობრივები.


ნანახია: 1740-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მუნიციპალიტეტის მერის, ვალერია ფოცხვერიას თქმით, ძაღლებს კასტრაცია-სტერილიზაცია გაუკეთდება, შემდე ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინას
რამდენად დგას ქუთაისში მაწანწალა ძაღლების პრობლემა და პრობლემის არსებობის შემთხვევაში, რაში ხედავთ გამოსავალს?- აღნიშნული
როგორც Topnews.com.ge-ს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ვალერი ფოცხვერიამ განუცხადა, მუნიციპალიტეტის გამგეობაში სხვადასხვა ქუჩიდან

ამინდი