ამბროლაურში კარანტინი გამოცხადდა-ცოფის შემთხვევების გამო, იკეტება ბაზარი და ტრანსპორტი
თარიღი : 18-03-2023, 03:27 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ამ დროისთვის ძაღლებში ცოფის ლაბორატორიულად დადასტურებული 3 შემთხვევა ფიქსირდება.
"გამოცხადდა კარანტინი, რომელიც გულისხმობს ცხოველების ქუჩაში და სხვა ადგილებში გამოყვანის აკრძალვას, აღნიშნულ პერიოდში საჭიროა მათი იზოლირება.
მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით და მათი უსაფრთხოების მიზნით, 18 მარტს ჩატარდება სადეზინფექციო სამუშაოები და განხორციელდება უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლების ოზურგეთის “ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში” გადაყვანა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, 18 მარტს არ იფუნქციონირებს აბროლაურის ყოველკვირეული ბაზარი და მუნიციპალური ტრანსპორტი,"-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.