Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის მერობის კანდიდატი: –‘ღმერთი არ გაგიწყრეთ და პოლიცია არ ჩართოთ არჩევნებში'

თარიღი : 14-06-2014, 11:41 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, არჩევნები   
topnews.com.ge
„ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის მერობის კანდიდატი გიორგი თევდორაძე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე კარუსელის შესაძლოა დატრიალებაზე საუბრობს. დღეს, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე თევდორაძემ ქალაქის უბნებში უბნის რწმუნებულების გააქტიურების ფაქტებზე ისაუბრა, რაც მისი თქმით, შეასზლოა სწორედ ამ მიზნით იქნეს გამოყენებული.
„ჩვენი აქტივისტები გვეუბნებიან, რომ ქალაქის სხვადასხვა უბნებში, ავტომშენებელზე, ნიკეას, ვაკისუბნისა და ჭავჭავძის ქუჩებზე დადიან უბნის ინსპექტორები და ატარებენ მოსახლეობის აღწერას. ეს საეჭვო დამთხვევა კი ბადებს ობიექტურ, თუმცა დაუდასტურებელ ეჭვს იმის შესახებ, რომ შესაძლოა მზადდებოდეს მონაცემთა ბაზა ე.წ. კარუსელის დასატრიალებლად. მე მოვუწოდებ ადგილობრივ ხელისუფლებას, ღმერთი არ გაგიწყრეთ და არ გაბედოთ პოლიციის ჩარევა არჩევნებში გარდა იმ შემთხვევისა, როცა ეს კანონით არის საჭირო“,–განაცხადა თევდორაძემ.
თევდორაძემ მოსახელობას არჩევნებზე წასვლსიკენ მოუწოდა, რადგან გაყალბების შესაძლებლობა მინიმუმამდე იყოს დაყვანილი.


ნანახია: 1951-ჯერ

მსგავსი სიახლეები
როგორც ბრეგაძემ topnews.com.ge-ს განუცხადა, ის ამ დრომდე ფიქრობს დათანმხდეს თუ არა აღნიშნული პარტიის მერობის კანდიდატობას.
მერობის კანდიდატს ოფიციალურად პარტიის დიდ შეკრებაზე დაასახელებენ.
ქუთაისის მერობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე, შესაძლოა ყოფილი სახელისუფლებო პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი იყოს.

ამინდი