Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

შოთა მურღულია რუბრიკაში 'ვის ვირჩევთ'

თარიღი : 13-06-2014, 20:18 | კატეგორია: ახალი ამბები, არჩევნები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
რუბრიკის "ვის ვირჩევთ" მორიგი სტუმარია კოალიცია "ქართული ოცნების" ქუთაისის მერობის კანდიდატი შოთა მურღულია.

მინი დოსიე: დაიბადა 1979 წლის 21 ოქტომბერს ძირძველ ქუთაი­სელთა ოჯახში. წარმატებით დაამთავრა ქუთაისის N1 კლასიკური გიმნაზია. 1997 წელს ჩაირიცხა საქართველოს ტექნიკურ უნივერ­სიტეტში, ეკონომიკისა და სამართლის გერმანულენოვან ფაკულტეტზე. 1999 წელს გაცვლითი პროგრამით გააგრძელა სწავლა გერმანიაში, ლუნებურგში­ FH Nordostniedersachsen. სწავლასთან ერთად გაიარა სტაჟირება ბანკში „Volksbank Paderborn“, გერმანიაში , ხოლო საქართველოში დაბრუნების შემდეგ ­ საქართველოს უზენაეს სასამართლოში, ადმინისტრაციულ პალატაში. 2001-­2003 წლებში სწავლობდა საქართველოს ტექნი­კურ უნივერსიტეტში, მოიპოვა მაგისტრის ხარისხი. 2002-2012 წლებში მუშაობდა საქართველოს სტრატე­გიული კვლევისა და განვითარების ცენტრში კვლევის და რეფორმების ხელშეწყობის პროგრამის კოორდინატორად.
2002-­2007 წლებში Robert-Bosch-ის ფონდის დაფინანსებით ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას (საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტი,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი; გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი), რომელსაც დღემდე აგრძელებს.
2012 წელს დაინიშნა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასრუქტურის მინისტრის მოად­გილედ.
2013 წლის ნოემბრიდან ის ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელია.
შოთა მურღულიას ჰყავს მეუღლე, თეონა შეყილაძე - იურისტი და ორი გოგონა ოთხი და ხუთი წლის.

ბატონო შოთა
1.რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა დღეს ქუთაისისთვის?

ქუთაისში პრობლემები ბოლო წლების მანძილზე მრავლად დაგროვდა.თითქმის მთელ ქალაქში მოუწესრიგებელია ან საერთოდ არ არსებობს სანიაღვრე სისტემები, ამორტიზებულია გზები, მოუწესრიგებელია ნაგავსაყრელი, რომელის ნამწვავიც მოსახლეობის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის. ბევრჯერ მოტყუვდა მოსახლეობა ნაგავსაყრელის შესაძლო კონსერვაციით. ინფრასტრუქტურის სამინისტროში მუშაობის პერიოდში შევიმუშავე პროექტი რომლის მიზანია ნაგავსაყრელის დახურვა და სხვა ტერიტორიაზე გადატანა. სამუშაოები დაწყებულია, ნაგავსაყრელი მიწით იფარება, სამუშაოების დასრულების შემდეგ კი ქალაქის ტერიტორიაზე ნაგავსაყრელი აღარ იქნება.
ქალაქში კიდევ ერთი პრობლემა წყალმომარაგებაა, ჩვენ დავიწყეთ სამუშაოები, რომელიც უახლოეს 2-3 წელიწადში დასრულდება და ქუთაისის უმეტეს ნაწილს უწყვეტი წყალმომარაგება ექნება
ქალაქში 7200 სოციალურად დაუცველი ცხოვრობს ესეც ძალიან დიდი პრობლემაა,მათთვის უნდა შევქმნათ სათანადო პირობები.

2. როგორი წარმოგიდგენიათ ქუთაისი 4 წლის შემდეგ?

ქუთაისის ჩვენი ქლაქია ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ მასზე. 4 წლის შემდეგ ქუთაისი აუცილებლად იქნება ქალაქი სადაც გაკეთდება იმაზე მეტი საქმე ვიდრე ბოლო ათეული წლების მანძილზე. პირველ რიგში ქუთაისელებს ექნებათ გამართული. სუფთა ქალაქი, რეაბილიტირებული გზები და ქუჩები, ინფრასტრუქტურული პროექტების განორციელების ფარგლებსი გვეყოლება ათასობით დასაქმებული მუშა ხელი. განათლების და კვალიფიკაციის მაღალი დონე გვაძლევს შესაძლებლობას განვავითაროთ ჩვენი ქალაქი.ახალი ხელისუფლების მიერ ბიზნესის მიმართ არსებული წნეხის მოხსნით ქალაქს ეძლევა რეალური შესაძლებლობა მოიზიდოს ინვესტორები; განავითაროს ტურიზმი და ხელი შეუწყოს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას.
განხორციელელდება პროექტები, რომელიც ქალაქში კულტურულ ცხოვრებას გაააუმჯობესებს. ქუთაისის მთავარი სიმდიდრე თვითონ ქუთაისლები არიან.


3.სჭირდება თუ არა ქუთაისს პარლამენტი?

რადგან ქუთაისში პარლამენტის მშენებლობისთვის ასეულობით მილიონობით ლარი დაიხარჯა და დღეს პარლამენტი ქუთაისში ფუნქციონირებს, ვფიქრობ, რომ ის ქუთაისში უნდა დარჩეს. წინა ხელისუფლების მიერ საქართველოს ,,საპარლამენტო ქალაქის“ სტატუსის მინიჭება, ერთგვარი მცდელობა იყო ზოგადად ქალაქის მიმართ ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის არ არსებობის გადაფარვის. თუნდაც 350,0 მლნ.ლარის პირდაპირ ქალაქის ეკონომიკური მდგომარეობის და ფისკალური პოლიტიკის წინსვლას რომ მოხმარებოდა გაცილებით მაშტაბური ეფექტის მიღწევა იყო შესაძლებელი. მაგალითად იმ ფონზე როცა ამ ქალაქს უამრავი სოცილური და ინფრასტრუქტურული პრობლემა აქვს, პარლამენტის მშენებლობაში დახარჯული თანხები სწორედ, რომ გააუმჯობესებდა სოციალურ ფონს და მოაგვარებდა ქუთაისში წლების წინ დაგროვილ სხვადასხვა პრობლემებს.

4.თქვენი შეფასებით ვინ არის თქვენი ყველაზე ძლიერი კონკურენტი?

ქუთაისის მერობისთვის ჩემი ჩათვლით შვიდი კანდიდატი იბრძვის. ექვსი კონკურენტი მყავს და ვთვლი, რომ ექვსივეს თანაბარი შანსები აქვს.

5.როგორ ფიქრობთ, რით განსხვავდებით ქუთაისის მერობის სხვა კანდიდატებისგან და რატომ უნდა დაგიჭიროთ მხარი ქუთაისის ამომრჩეველმა?

გვაქვს პროგრამა, რომელიც მომავალი 4 წლის მანძილზე უნდა განხორციელდეს. სხვა პარტიებისგან განსხვავებით ჩვენ შეგვწევს ძალა განვავითაროთ ქუთაისი.
ჩვენ გუნდში არიან ადამიანები, რომელთაც გააჩნიათ სუფთა წარსული; შესაბამისი განათლება და გამოცდილება,რაც მოგვცემს შესაძლებლობას გუნდურად გადავჭრათ ქუთაისში არსებული პრობლემები.
ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების ერთადდგომით თავიანთი კომპეტენციების ფარგლებში ჩვენ ქალაქს ეძლევა რეალური განვითარების საშუალება.


ნანახია: 2080-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მე ვარ ახალი სახე, შემიძლია ქალაქს მოვუტანო ბევრი სიახლე.
ქუთაისს პარლამენტი არ სჭირდება,პირიქით,პარლამენტს სჭირდება ქუთაისი
მერობის კანდიდატის თქმით, ნიკეაზე მთავარი პრობლემა ნაგავსაყრელია, რომელიც ქალაქთან ძალიან ახლოსაა და მოსახლეობის სიცოცხლეს
მე არ ვარ დამძიმებული წარსულის „შეცდომებით“

ამინდი