Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

‘ამ არჩევნებზეა დამოკიდებული, როგორი დემოკრატია გვექნება’ –საჯარო დისკუსია ქუთაისის USID -ში

თარიღი : 13-06-2014, 18:31 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, საზოგადოება, არჩევნები   
topnews.com.ge
‘ჰაინრიხ ბიოლის ფონდის“ პროექტის ფარგლებში ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მორიგი შეხვედრა გაიმართა. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ორი დღით ადრე, მომხსენებლებმა 2014 წლის არჩევნების მნიშვნელობასა და საქართველოს პარტიული სისტემის ნაკლოვან მხარეებზე ისაუბრეს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ იურისტის თამარ ჭარბაძის თქმით, ადგილობრივი თვთმმართველობის არჩევნებს მოსახლეობის გააქტიურების კუთხით განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან, მოქალაქეები ჯერ კიდევ არ გამოთქვამენ სურვილს და მზადყოფნას ჩაერთონ საკუთარი ქალაქის თუ რაიონის მართვაში. თამარ ჭარბაძის თქმით, ამის ნათელი დადასტურება არის ის, რომ მოქალაქეებმა არც კი იციან ვის უნდა მიმართონ პრობლემის არსებობის შემთხვევაში.
დისკუსიის კიდევ ერთმა მომხსენებელმა „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის“ მკვლევარმა დავით სიჭინავამ ვრცლად ისაუბრა საქართველოს პარტიული სისტემის სისუსტეზე. მისი თქმით, პოლიტიკური პარტიების უმრავლესობა არანაირ იდეოლოგიაზე არ დგას და მათი სლოგანები ყოველთვის მხოლოდ ამომრჩეველზეა გათვლილი და არა თვითგამოხატვაზე.
მკვლელარი 2014 წლის ადგილობრივი თვითმამრთველობის არჩევნებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს და მიიჩნევს, რომ ამ არჩევნებზეა დამოკიდებული თუ როგორ განვითარდება საქართველოში ადგილობრივი დემოკრატია.
„ნიშანდობლივია ის, რომ კანდიდატები, რომლებიც საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ამომრჩევლებს ხვდებიან, ამბობენ, რომ მათ სურთ ადგილობრივ, საყოფაცხოვრებო პრობლემებზე საუბარი, მაგრამ მოქალაქეების მხრიდან ყოველთვის ხვდებიან ინტერესს ზოგადი თემების შესახებ, მაგალითად ისეთის, როგორიცაა ასოცირების ხელშეკრულება, უკრაინაში არსებული მდგომარეობა, ანტიდისკრიმინაციული კანონი და ასე შემდეგ, და ეს ხდება მაშინ, როცა გამოკითხვებმა აჩვენა, რომ მოსახლეობის მთავარი პრობლემა კომუნალური გადასახადებია. ეს კი ერთადერთს ცხადყოფს – ადამიანები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს საკუთარი პრობლემების მოგვარების შესაძლებობად არ აღიქვამენ, რაც თავის მხრივ ადგილობრივი პოლიტიკის განუვითარებლობაზე მიუთითებს“–ამბობს დავით სიჭინავა.
შეხვედრის დასკვნით ნაწილში დისკუსია გაიმართა.


ნანახია: 2139-ჯერ

მსგავსი სიახლეები
დისკუსია ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა.
"ასა" არჩევნების შემდეგ 1000 რესპონდენტის გამოკითხვას გეგმავს
ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე შეხვედრა-დისკუსია გაიმართა.
იეჰოვას მიმდევრების შეურაცხყოფა იყო დისკრიმინაცია, მაგრამ არა დანაშაული
აღნიშნული კვლევის პრეზენტაცია ორგანიზაციამ დღეს ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართა.
ქუთაისის თვითმმართველობის სახელით პრეზენტაცია მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვის

ამინდი