ქუთაისში უხვი ნალექის შედეგად, მდინარე ოღასკურა ადიდდა

ქუთაისში უხვი ნალექის შედეგად, მდინარე ოღასკურა ადიდდა.
ადიდებული მდინარის შედეგად, მიმდებარე ტერიტორიაზე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოები და სასურსათო მაღაზიები დაიტბორა.
„დილიდან გადაუღებლად წვიმდა, რის გამოც ოღასკურას კალაპოტი ეკალ-ბარდებითა და ხის ტოტებით გაიჭედა და წყალი არ გაატარა. კალაპოტიდან ამოსულმა მდინარემ კი მაღაზიაში შემოაღწია და მაცივრები დაგვიზიანა. როგორც შემოსულმა კლიენტებმა თქვეს, კორპუსების სადარბაზოებში და სარდაფებშიც ჩასულა წყალი“, - აცხადებს მაღაზიის მეპატრონე ნელი ნანიტაშვილი.
ადგილზე საგანგებო და სახანძრო ბრიგადის ეკიპაჟები მუშაობდნენ და ამოტუმბვით სამუშაოებს ატარებდნენ. ვითარებას ადგილზე ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებებლი ნოდარ მიქიაშვილი გაეცნო.