Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

თემურ შაშიაშვილი:-‘ქუთაისში 600-მდე ამომრჩევლის მონაცემებია გაყალბებული

თარიღი : 13-06-2014, 16:45 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, არჩევნები   
topnews.com.ge
საარჩევნო ბლოკი ‘ნინო ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციის“ ქუთაისის მერობის კანდიდატი თემურ შაშიაშვილი ხელისუფლებას ქუთაისში 600-მდე ამომრჩევლის მონაცემების გაყალბებაში ადანაშაულებს. შაშიაშვილმა დღეს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე ნიკეასა და რუსთაველის ქუჩებზე აღმოჩენილ დარღვევბზე ისაუბრა. მისი თქმით, რუსთაველის 79-ში 79-ის ბ-19 და ბ 1 ნომრები არ არსებობს, ისევე როგორც 81 ნომერ კორპუსში 81-ის ბ 3 და ბ 11 ნომრები. შაშიაშვილის საარჩევნო შტაბმა დარღვევები ასევე აღმოაჩინა ნიკეას მუნიციპალიტეტში, სადაც მისი თქმით 48 საცხოვრებელი სახლი, რომლებიც შეტანილია საერთო სიებში არ არსებობს.
„დაახლოებით 6 ათასამდე ადამიანის მონაცემია გაყალბებული. ნიკეაზე 48 საცხოვრებელი სახლია შეტანილი სიაში და ამომრჩევლის ბარათებიც დამზადებულია, მაშინ, როცა საერთოდ არ არსებობს ეს კორპუსები ნიკეაზე. ეს არის ხელისუფლების მხარდაჭერით შედგენილი არარსებული სიები“,-აცხადებს შაშიაშვილი.
შაშიაშვილმა დღესვე კიდევ ერთხელ გააჟღერა ქუთაისის მერობის კანდიდატების მისამართით რამდენიმე დღის წინ გაკეთებული მიმართვა და საჯარო დებატებში მონაწილება კიდევ ერთხელ შესთავაზა.


ნანახია: 1781-ჯერ

მსგავსი სიახლეები
შაშიაშვილმა დებატები უკვე შესთავაზა გიორგი თევდორაძეს,
შაშიაშვილი არჩევნების გაყალბების დიდ ალბათობაზეც საუბრობს.
კოპალიანის მერად დანიშვნის ერთ–ერთ ინიციატორად სწორედ შაშიაშვილი მოიაზრება.
შაშიაშვილის შტაბმა მნიშვნელოვანი დარღვევები ვერ დააფიქსირა
ქუთაისში მედიაც ინერტულია და არასამთავრობოებიც

ამინდი