Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

გიორგი თევდორაძე: –'ქართული ოცნება' ტყუილად აფრიალებს დოკუმენტებს, რომ ქუთაისში წყლის რეაბილიტაცია მათ დროს დაიწყო'

თარიღი : 13-06-2014, 14:28 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, არჩევნები   
topnews.com.ge
"ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის მერობის კანდიდატი გიორგი თევდორაძე ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრაზე თევდორაძემ მთავარი აქცენტი ქუთაისში წყალმომარაგებაზე გააკეთა. თევდორაძემ გააკრიტიკა მურღულიას განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ქალაქში წყლის სისტემის რეაბილიტაციის პროცესი "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის დროს დაიწყო. თევდორაძის თქმით, გერმანული პროექტი "კოქსის" ფარგლებში, სარეაბილტაციო სამუშაოები ჯერ კიდევ ყოფილი ხელისუფლების დროს დაიწყო.
"ტყუილად აფრიალებს "ქართული ოცნება" დოკუმენტებს, რომ ქუთაისში წყლის სისტემის რეაბილიტაცია თურმე მათი მოსვლის შემდეგ განხორციელდა. მე მაქვს დოკუმენტები, სადაც ყველა ის სამუშაოებია ჩამოთვლილი, რომელიც ამ პროექტის ფარგლებში განხორციელდა. ჯერ კიდევ 2009 წელს დაიწყო წყალსადენის ქსელის რეაბილიტაცია, 2012 წლამდე კი 43 კილომეტრიანი მილი შეიცვალა ქუთაისში, რამაც შედეგად მოიტანა ის, რომ ავტოქარხნის დასახლება, რაც ქუთაისის მოსახლეობის დაახლოებით 18–20%–ია, 24 საათიან წყალმომარაგებაზე გადავიდა. ახლა იმის ძახილი, რომ "ქართულმა ოცნებამ" დაიწყო ქუთაისში წყალმომარაგების პროექტის განხორციელება, უბრალოდ ტყუილია",–განაცხადა თევდორაძემ.
თევდორაძის თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი 2013 წელს უნდა დასრულებულიყო, რაც "ქართულმა ოცნებამ" ვერ შეძლო.


ნანახია: 2141-ჯერ

მსგავსი სიახლეები
რამდენად რეალურია პრემიერის დაპირება?იხილეთ მასალაში.
უწყვეტი წყალმომარაგებით ქუთაისში ერთადერთი, ავტოქარხნის დასახლება სარგებლობს.
აზიის განვითარების ბანკის მიერ დაფინანსებული წყლის სისტემის სარეაბილიტაციო პროექტის ღირებულება 26 მილიონ 422 935 ლარს შეადგენს.

ამინდი