Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში 271 დევნილი ოჯახი ბინებს მიიღებს

თარიღი : 13-06-2014, 10:19 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
ქუთაისში, დევნილთა გრძელვადიანი განსახლების მიზნით, სამი ობიექტის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
დევნილთა და განსახლების სამინისტროს საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში, რეაბილიტაცია ქუთაისში, ნიკეას ქ. #14-ში მდებარე შენობას უტარდება.
სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს "ნიუ კონსტრაქშენი" ახორციელებს. ნიკეას ქუჩაზე ბინას, გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად, 96 დევნილი ოჯახი მიიღებს.
ასევე, სამინისტროს საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში სარეაბილიტაციო სამუშაოები ქუთაისში ავტომშენებლის ქუჩაზე მდებარე შენობაშიც მიმდინარეობს. რეაბილიტაციას ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს NBG ახორციელებს. ავტომშენებლის ქუჩაზე გრძელვადიანი საცხოვრებლით 65 დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდება.
ქუთაისში, 110 დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით, სარეაბილიტაციო სამუშაოები ოცხელის ქუჩა #2-ში მდებარე შენობას უტარდება. რეაბილიტაცია USAID-ის დაფინანსებით და მუნიციპალური განვითარების ფონდის ჩართულობით მიმდინარეობს. უახლოეს მომავალში იმერეთის რეგიონში გრძელვადიანი განსახლების პროგრამის ფარგლებში, საცხოვრებელ ფართს 271 დევნილი ოჯახი მიიღებს.


ნანახია: 1913-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისში დევნილებს ბინები გადაეცემათ. ფხაზეთიდან დევნილი 20 ოჯახი დადიანის ქუჩაზე მდებარე ობიექტში ახალმოსახლეობას დღეს იზეიმებს.
მინისტრის თქმით, ყველა დევნილი ოჯახი საცხოვრებელ ფართს ეტაპობრივად მიიღებს.
ლტოლვილთა და განსახლების მინისტრინა სოზარ სუბარმა, იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ და ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ
ქუთაისში, დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა და იმერეთის გუბენატორმა გივი ჭიჭინაძემ ქუთაისში მენაშენეებისაგან
დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა, ქუთაისის მერმა შოთა მუღულიამ და იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ ქუთაისში,

ამინდი