Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ამბროლაურში მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება გაიზარდა

თარიღი : 6-02-2023, 16:33 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამის ფარგლებში, 2023 წელს მრავალშვილიანი ოჯახების ერთჯერადი ფინანსური დახმარება გაიზარდა.

"სამი და მეტი 18 წლამდე ასაკის ბავშვიან ოჯახზე, რომლის მშობლები რეგისტრირებულნი არიან ამბროლაურში და აქვთ ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი გაიცემა ერთჯერადი ფულადი დახმარება 600 (ექვსასი) ლარის ოდენობით.

სამი და მეტი 18 წლამდე ასაკის ბავშვიან ოჯახზე, რომელთა მშობლები რეგისტრირებულნი არიან ამბროლაურის მუნიციპალიტეტში (მაგრამ არ აქვთ მუდმივად მცხოვრების სტატუსი) გაიცემა ერთჯერადი ფულადი დახმარება 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით,"-აცხადებენ ამბროლაურის მერიაში.

დაინტერესებულმა პირმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) მშობლების/მშობლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობის ასლი (საჭიროების შემთხვევაში);
დ) ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები;
ე) მშობლის (ერთ-ერთის) საბანკო ანგარიში.


ნანახია: 595-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი