Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"მსურველების დაახლოებით 17-20% აბარებს მართვის მოწმობის გამოცდას"

თარიღი : 6-02-2023, 13:49 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
შსს-ს მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილის, იმედა მაკასარაშვილის განცხადებით, 2022 წლის 26 აპრილიდან 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, მართვის მოწმობის გამოცდის თეორიულ გამოცდაზე 44 ათასი ადამიანი გავიდა, საიდანაც პრაქტიკულ გამოცდაზე გადასვლის უფლება 32 ათასმა პირმა მოიპოვა, მათგან დახურულ მოედანზე გამოცდა 26 ათასმა ჩააბარა, რეალურ სივრცეში გამოცდაზე გასული 18 ათასიდან კი საკუთარი უნარების დადასტურება 7 800-მდე ადამიანმა შეძლო.

როგორც „საქმიანი დილის“ ეთერში მაკასარაშვილმა აღნიშნა, მართვის მოწმობის აღების მსურველთა რიცხვი რეალურ სივრცეში გამოცდის გადატანის მიუხედავად არ შემცირებულა.

„რაც გათვალისწინებული იყო ევრო დირექტივით, მოთხოვნა შესაბამისად შესრულებულია, გამოცდა აბსოლუტურად შეესაბამება საქართველოს რეალურ საგზაო პირობებს. რაც შეეხება სტატისტიკას, პროცენტულად რომ გამოვსახოთ, მსურველების დაახლოებით 17-20% აბარებს გამოცდას. ეს რიცხვი დასაწყისისთვის ნაკლები იყო, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ მომზადების დონემ მოიმატა, რასაც ველოდით და მიზანიც ეს იყო, რომ მომზადებულები მოსულიყვნენ. ჯავშნები თეორიულ ნაწილზე ზუსტად ისეა, როგორც სხვა პერიოდში ყოფილა, შემცირებაზე ვერაფერს ვიტყვით, როგორც იყო, ისე დარჩა. მართვის მოწმობის მეორე ეტაპზე კანდიდატები გადიან ელექტრონული ჯავშნის პრინციპით“, - აღნიშნა მაკასარაშვილმა.


ნანახია: 234-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ამავე პერიოდში თეორიულ გამოცდაზე კი სულ 82 992 გასვლა დაფიქსირდა, საიდანაც 36 941 შემთხვევაში, რაც 45 %-ს შეადგენს, შესაბამისმა
მართვის მოწმობის ასაღებად პრაქტიკული გამოცდის რეალურ მოძრაობაში ჩაბარება მიმდინარე წლის 1-ელი ივლისიდან იყო დაანონსებული, თუმცა
უწყების ერთ-ერთი ინიციატივის განხორციელება, რომელიც მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის რეალურ მოძრაობაში ჩაბარებას გულისხმობს,
ქვეყანას ევროკავშირის წინაშე აქვს აღებული ვალდებულება, რომლის თანახმადაც მართვის მოწმობის აღების გამოცდა უნდა დაიხვეწოს.

ამინდი