Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

სკოლის დირექციის შეცდომის გამო ქუთაისელი მოსწავლე შესაძლოა ეროვნულ გამოცდაზე არ დაუშვან

თარიღი : 12-06-2014, 17:48 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
ქუთაისის ნომერ პირველი საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლე ნოდარ იაშვილი შესაძლოა ეროვნული გამოცდების ე.წ. „კატის“ გამოცდაზე არ დაუშვან. მიზეზად მოსწავლის მონაცემთა ბაზაში არარსებობს სახელდება. როგორც ნოდარ იაშვილის მშობელი ამბობს, მისი შვილი სკოლის დირექციასა და ქუთაისის რესურსცენტრს შორის არსებული გაუგებრობის გამო ბაზაში ვერ მოხვდა.
„ბავშვმა ჩააბარა 24 გამოცდა და გადავიდა მეთერთმეტე კლასში. სწორედ ეს უნდა დაეფიქსირებინა სკოლის დირექციას, რათა ჩემი შვილი დაშვებული ყოფილიყო ე.წ. „კატის“ გამოცდაზე, მაგრამ როგორც ირკვევა სკლიდან ჩემი შვილის მიერ გამოცდის ჩაბარების შესახებ ინფორმაცია არ გასულა. ამის შესახებ მხოლოდ მაშინ გავიგეთ, როცა ბავშვი სკოლაში საგამოცდო ბარათის ასაღებად მივიდა. მთელი ამ გაუგებრობის გამო კი ჩემი შვილი დაზარალდა. მივმართავ ეროვნული გამოცდების ცენტრს და განათლების სამინისტროს, გაიხსნას ბაზები და დაემატოს მონაცემებში ჩემი შვილი“,-ამბობს ნოდარ იაშვილის მშობელი ნესტან იაშვილი.
ნესტან იაშვილის თქმით, სკოლის მოსწავლის გამოცდაზე დაშვების ერთადერთი შანსი გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ბაზის გახნა და მონაცემებში მისი დამატებაა, რაც ხვალ დღის ბოლომდე უნდა მოხდეს, რადგან ,საგამოცდო ბარათის აღების ბოლო ვადა სწორედ ხვალ იწურება.


ნანახია: 2058-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მე-12 კლასელების გამოსაშვები, ე.წ. საატესტატო გამოცდები დასრულდა, თუმცა ქუთაისის საჯარო სკოლის მოსწავლეებს გარკვეული პრობლემები
topnews.com.ge-ს სამტრედიიდან ერთ-ერთი მოსწავლის მშობელი, თეა ბაბუნაშვილი დაუკავშირდა.
ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები, მაია მიმინოშვილის განცხადებით, 5 აგვისტომდე გამოქვეყნდება.
გთავაზობთ, ქუთაისის ინტელექტ-ჩემპიონატის ყველაზე მაღალქულიანი მოსწავლეების რეიტინგს.
ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის ქუთაისში სამი საგამოცდო ცენტრია გახსნილი.