ქუთაისის მერია: ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე არსებული უსახური, მრავალი წლის განმავლობაში ამორტიზებული შენობა მალე სულ სხვა დატვირთვას შეიძენს
თარიღი : 2-02-2023, 17:44 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისში, დავით აღმაშენებლის მოედანზე ხელოვნების მულტიფუნქციური ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტი სრიგპ-ის ფონდიდან 5 მილიონი ლარით არის დაფინანსებული.
ცენტრალურ მოედანზე არსებულ შენობას, რომელშიც წლების მანძილზე იყო ქუთაისის სახელმწიფო მუზეუმი იყო განთავსებული, 2012 წლის 9 იანვარს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მაშინდელი მინისტრის ბრძანებით, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მოეხსნა.
"პროექტის მიხედვით, გადაწყვეტილი იყო შენობის 3 კედლის შენარჩუნება, თუმცა სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესში გაირკვა, რომ შენობა არ იძლეოდა საშუალებას შენარჩუნებულიყო სამხრეთის და ჩრდილოეთის კედლები. მოხდა კედლების დაშლა და ძირითადი ორნამენტების შენახვა.
მაქსიმალურად ყველა ზომა იქნა მიღებული, რომ ფასადი მაინც შენარჩუნებულიყო, გამოყენებული იქნა ახალი ტექნოლოგიები გამაგრებითი სამუშაოებისთვის.
ახლა ველოდებით სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან დასკვნას აღნიშნული კედლის მდგრადობის შესახებ.
იმ შემთხვევაში, თუ დასკვნის მიხედვით აუცილებელი გახდება ფასადის დემონტაჟიც, მოხდება კედლის დაშლა ( და არა დანგრევა), ხოლო ფასადის ახალ კედელში გამოყენებული იქნება ძველი ფასადის დეტალები და ორნამენტები, ისევე როგორც დანარჩენი ორი კედლისგან შენახული მასალები.
აღსანიშნავია, რომ მულტიფუნქციური ცენტრის მშენებლობის პროცესი არ დგას კითხვის ნიშნის ქვეშ. ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე არსებული უსახური, მრავალი წლის განმავლობაში ამორტიზებული შენობა მალე სულ სხვა დატვირთვას შეიძენს.
ახალი მულტიფუნქციური შენობა გახდება ჩვენი ქალაქის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი, კულტურული ღონისძიებების მასპინძლობის და ტურისტული დანიშნულების ადგილი,"-ნათქვამია ქუთაისის მერიის განცხადებაში.