Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ტოვებენ თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მასიურად?

თარიღი : 2-02-2023, 14:12 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
შინაგან საქმეთა სამინისტრო მედიაში გავრცელებულ იმ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებს თანამშრომლები მასიურად ტოვებენ.

"აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს, შინაგან საქმეთა სამინისტროში ახალი კადრების მკვეთრი მატება არ უკავშირდება იმას, რომ კადრების მასიური გადინება მიმდინარეობს.

განვმარტავთ - კრიმინალური პოლიციის რეფორმის ფარგლებში, მართლწესრიგის ოფიცრის ვაკანსიები გამოცხადდა ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოში, ასევე სხვა და სხვა ტერიტორიულ ორგანოში გამომძიებლის ვაკანსიები. მიმდინარეობს საუბნო, საგამოძიებო და ოპერატიული დანაყოფების გამიჯვნა.

კერძოდ, რეგიონებში უბნის-ინსპექტორ გამომძიებლებს, რომელთაც შეთავსებული ჰქონდათ, როგორც საუბნო ისე საგამოძიებო და ოპერატიული მიმართულებები, ამიერიდან მხოლოდ ოპერატიულუ მიმართულებით იხელმძღვანელებენ. უბნის-ინსპექტორი გამომძიებლის თანამდებობა ჩანაცვლდება მართლწესრიგის ოფიცრის თანამდებობით ეტაპობრივად, როგორც ეს თბილისში დაიწყო 2017 წლიდან. ხოლო მოქმედი უბნის-ინსპექტორი გამომძიებლები თანამდებობრივად გახდებიან უმცროსი დეტექტივი, დეტექტივი და უფროსი დეტექტივი.

თითქოსდა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მასიურად ტოვებენ, არის მიზანმიმართული დეზინფორმაცია, რომელიც სახელმწიფო ძალოვანი ინსტიტუტის დისკრედიტაციას ემსახურება და არ შესაბამება სიმართლეს,"-აცხადებენ უწყებაში.


ნანახია: 251-ჯერ

მსგავსი სიახლეები
როგორც topnews.com.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მინისტრის მიერ დაანონსებული საკადრო ცვლილებები

ამინდი