Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'საკუთარი არაფერი გააჩნდა კელიის და შავი კაბის გარდა,'-მრევლი გარდაცვლილ მოძღვარს ემშვიდობება

თარიღი : 1-02-2023, 15:17 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
გელათის მონასტერში არქიმანდრიტ იოსების პანაშვიდი მიმდინარეობს.

იტალიაში მცხოვრები, იტალიის ქართული დიასპორის წარმომადგენელი, მანანა ჯინჭარაძე გელათის ტაძრის წინამძღვრის, მამა იოსებ ბურჯანაძის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ემოციური პოსტით ეხმაურება.



"იცხოვრე ისე, რომ მარტო ღმერთს კი არა, ადამიანებსაც უყვარდე... ამაზე დიდი არაფერია...

მამა იოსები - რამხელა სითბო, სიყვარული და ღვთის მოშიშობაა ამ ორ პატარა სიტყვაში რომ იცოდეთ...
ეს სუსტი, მილეული და გაცრეცილი კაცი დიდი ლურჯი თვალებით და გამჭოლი მზერით, პაზოლინის, მათეს სახარებიდან გადმოსული დოკუმენტური კადრივით, ისე გასდევდა იმერეთის და კერძოდ ქუთაისის სულიერ ცხოვრებას, თითქოს ღმერთმა გამოგვიგზავნა ზეციდან.

რამდენი რამე შეიძლება მასზე გავიხსენო, უამრავი ჭორმართალი და ლეგენდა, მაგრამ მას არ უყვარდა ბევრი ლაპარაკი, უსიტყვოდ აკეთებდა სიკეთეს და ლოცავდა ყველას... მდიდართა შემოწურულებიდან ყველაზე მეტი უმწეო მრევლთან მიდიოდა... საკუთარი არაფერი გააჩნდა კელიის და შავი კაბის გარდა...

ყველაზე მძიმე წუთებში, უსიტყვოდ გვერდში მედგა. მახსოვს როგორ ცდილობდა ჩემს დარწმუნებას რომ, ამქვეყნიური ცხოვრება არაფერია იმასთან შედარებით რომ ღმერთმა ჩემი შვილი(მისი სულიერი შვილი) ამოარჩია...როგორ ჩაიბარა პირველი აღსარება, როგორ მიმიყვანა მონასტრის ჭიშკართან და როგორ ჩამაბარა დედა ნინოს.. როგორ მომცა უფლება, მორჩილების და უფლება ღვთისმშობლობას გელათში ლოცვა წაემეკითხა... როგორ შემომაძრო შუბლზე გაკრული შავი და მითხრა აღარ გაბედოო...მეტკინა, ძალიან მეტკინა მამაო თქვენი ნაადრევი გასვლა.. ვუსამძიმრებ მთელ საქართველოს! უფალმა მართალთა თანა დააწესოს მისი სული“,- წერს მანანა ჯინჭარაძე.



ცნობისთვის, გელათის ტაძრის წინამძღვარმა, მამა იოსებ ბურჯანაძემ დამწვრობა 16 იანვარს კელიაში გაჩენილი ხანძრის შედეგად მიიღო. მამა იოსებს სხეულის 50%-მდე ჰქონდა დამწვარი. მოძღვარი კლინიკაში მკურნალობდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. სასულიერო პირს 4 თებერვალს, გელათის მონასტრის ეზოში დაკრძალავენ.


ნანახია: 463-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი