Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

არქიმანდრიტ იოსებ ბურჯანაძეს 4 თებერვალს დაკრძალავენ

თარიღი : 31-01-2023, 14:11 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
გელათის მონასტრის წინამძღვარს, არქიმანდრიტ იოსებ ბურჯანაძეს 4 თებერვალს, გელათის მამათა მონასტერის ეზოში დაკრძალავენ.

"მაღალყოვლადუსამღვდელოესობის ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ იოანეს ლოცვა-კურთხევით, არქიმანდრიტ იოსებ ბურჯანაძის დაკრძალვა შესრულდება შაბათს 4 თებერვალს, გელათის მამათა მონასტერის ეზოში.

დილით საღვთო ლიტურგია დაიწყება 7 საათზე, რომელის შემდეგაც შესრულდება წესის აგება. გამოსვენება 13 საათზე,"-ნათქვამია ქუთაის-გაენათის ეპარქიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, სასულიერო პირი 16 იანვარს, გელათის მონასტერში, სტუმრებისთვის განკუთვნილ სენაკში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაშავდა.


ნანახია: 312-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი