Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ნიკეას ნაგავსაყრელი ერთ თვეში დაიხურება

თარიღი : 12-06-2014, 13:16 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა "საქართველოს მყარი ნარჩენების კომპანიის" დირექტორთან და ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ქუთაისის ნიკეას ნაგავსაყრელზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.
მინისტრის თქმით, დაახლოებით ერთ თვეში ნიკეას ნაგავსაყრელზე ნარჩენების დაკონსერვებითი სამუშაოები დასრულდება და ნაგავსაყრელი დაიხურება.
"ნიკეას ნაგავსაყრელზე უკვე კეთილმოწყობის ფინალური ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს. დაახლოებით ერთ თვეში ნაგავსაყრელი დაიხურება. ახალი ნაგავსაყრელის მოწყობითი სამუშაოები კი თერჯოლის რაიონის სოფელ გოდოგანში დაიწყება",–ამბობს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი.
"გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (kfw) მხარდაჭერით უკვე დაწყებულია ახალი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი იმერეტის რეგიონული ნაგავსაყრელის მშენებლობის პროექტის მოსამზადებელი სამუშაოები. ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობა სოფელ გოდოგანში 2014–2017 წელბში განხორციელდება,რომლის ექსპლოატაციაში შესვლის შემდეგარსებული ნაგავსაყრელი ევროსტანდარტების შესაბამისად დაიხურება",–განაცხადა "საქართველოს მყარი ნარჩენების კომპანიის" დირექტორმა გიორგი შუხოშვილმა.
ნიკეას ღია ტიპის ნაგავსაყრელი ქუთაისში 1956 წლიდან ნახევარ საუკუნეზე მეტია ფუნქციონირებს.


ნანახია: 2622-ჯერ

მსგავსი სიახლეები
"ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტი“ გულისხმობს 2016 წლის ბოლომდე ევროპული სტანდარტების შესაბამისი ახალი
ხელისუფლების წარმომადგენერლთა განცხადებით, აღნიშნული ნაგავსაყრელი ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური იყო საქართველოში
, ქუთაისის ნაგავსაყრელი ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური ნაგავსაყრელია საქართველოში. მისი მოწესრიგება წლების განმავლობაში ვერ
ახალი სანიტარული ნაგავსაყრელის სამშენებლო სამუშაოების განხორციელების ვადებად 2014-2017 წლებია განსაზღვრული.
ნიკეას ნაგავსაყრელი ექსპლუატაციაში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მყარი ნარჩენების მართვის

ამინდი