Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის მერიაში ქუთაისისა და ნიუპორტის 25 წლიანი მეგობრობა აღნიშნეს

თარიღი : 12-06-2014, 11:28 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
ქუთაისის და ნიუპორტის დამეგობრებიდან 25 წელი გავიდა. იუბილესთან დაკავშირებით დღეს ქუთაისის მერიას ნიუპორტისა და ქუთაისის მეგობრობის ასოციაციის წევრები სტუმრობდნენ. მერიისა და სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო 25 წლიანი მეგობრობის შედეგად განხორციელებულ პროექტებს და გამოითქვა სურვილი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების.
"25 წელია ჩვენი ქალაქები მეგობრობენ. ამ ხნის განმავლობაში ჩვენ განვახორციელეთ უამრავი პროექტი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო გაცვლითი პროგრამები, როცა ორი კვირის განმავლობაში ჯერ ქუთაისიდან, შემდეგ კი ნიუპორტიდან ქუთაისში გადამზადდნენ ჩვენი სტუდენტები. ჩვენ მზად ვართ კიდევ უფრო გავაღრმავოთ ეს ურთიერთობები",–ამბობს ქუთაისისა და ნიუპორტის ასოციაციის პრეზიდენტი სონია ფიშერი.
"1984 წლიდან მეგობრობს ეს ორი ქალაქი და ბევრი კარგი პროექტი განხორციელდა ამ ურთიერთობების შედეგად. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო სტუდენტების გაცვლითი პროგრამა, ასევე პედაგოგებისა და მეხანძრეების გადამზადება. იმედი გვაქვს ეს მეგობრობა კიდევ უფრო გაღრმავდება",–განაცხადა ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ნოდარ მიქიაშვილმა.


ნანახია: 2147-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სტუმრობის მიზანს ქუთაისისა და ნიუპორტის 25- წლიანი მეგობრობა უდევს საფუძვლად.
ღონისძიება აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ შესრულებული ფლეშმობით დასრულდა.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკითხველო დარბაზში საქართველო-დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის შეხვედრა
ქუთაისის მერის შოთა მურღულიას განცხადებით, ადგილობრივი მთავრობა ჩართულია საიუბილეო ღონისძიებათა აღნიშვნის ორგანიზებაში რათა ეს
ღონისძიებას ბრიტანეთის ელჩი საქართველოში ალექსანდრა ჰოლ ფოლი , ნიუპორტის დელეგაცია და მხარისა და ქალაქის პირველი პირები
ვიზიტი საქართველო-ისრაელის 26 საუკონოვანი მეგობრობის ფარგლებში შედგა.

ამინდი