Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'გადავარჩინოთ 'შატო ფერსათი'-ბაღდათში არსებული საოჯახო მარანი შველას ითხოვს

თარიღი : 29-01-2023, 10:54 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ღვინის მარანმა "შატო ფერსათმა", რომელიც ბაღდათის სოფელ ფერსათში მდებარეობს, შესაძლოა ფუნქციონირება შეწყვიტოს. მიზეზი ბანკის მიმართ არსებული ფინანსური დავალიანებაა.

"მინდა თქვენი ყურადღება მივიპყრო მარანზე, რომელიც ერთმა კაცმა საკუთარი ხელით ააშენა და დაამშვენა მამაპაპისეულ ფუძეზე, და რომელსაც აღტაცებაში მოჰყავს ერთდროულად სასიამოვნო, ეგზოტიკურსა თუ ქართულ ეთნოგრაფიას დახარბებული მნახველი.

მარანმა თავისი ღირსება არაერთი ჯილდოთი დაამტკიცა, 2019 წელს კი წლის საუკეთესო მარნის ტიტულიც დაიმსახურა.

დღემდე აქ უამრავი საინტერესო და სასარგებლო კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებაც ჩატარებულა.

თუმცა, მაშინ, როცა მარნის განვითარებასთან დაკავშირებით დიდი სასიკეთო ცვლილებები იგეგმებოდა, პანდემია გამოჩნდა... მარანი გაჩერდა. კრედიტი კი დასაფარია...უსახსრობის გამო კი შესაძლოა თავდაუზოგავი შრომა წყალში ჩაიყაროს...მარანი დაიკარგოს...

ვიცით უჭირს ქვეყანას, ბევრს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს და სიცოცხლისთვის იბრძვის, დახმარება სჭირდება, მაგრამ ჩათვალეთ, რომ ეს მარანიც მისი მეპატრონის სულია. სამწუხაროდ, სხვა გამოსავალი არაა, გარდა თქვენი კეთილი ნებისა,
ამიტომ, გთხოვთ, ჩავერთოთ მარნის შენარჩუნების აქციაში და გადავარჩინოთ "შატო ფერსათი"-ნათქვამია განცხადებაში.

მიმღების ანგარიში:

ლიბერთი ბანკი: GE03LB0711131669741001
მიმღები: ვახტანგ ჯიხვაძე


ნანახია: 328-ჯერ

მსგავსი სიახლეები
'ხომლის მარანს' წყალტუბოს მაჟორიტარი ესტუმრა და ღვინის ისტორიასა და დამზადების ტექნიკას ადგილზე გაეცნო. ზურაბიანის თქმით, ღვინის
ადგილზე მისულ ქართველ თუ უცხოელ დამთვალიერებელს საქართველოში არსებული სხვადასხვა ჯიშის ღვინის დაგემოვნება და მათ შესახებ

ამინდი