Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დამატებით 400 ავტომობილზე გათვლილი ახალი ავტოსადგომი აშენდება

თარიღი : 28-01-2023, 22:00 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დამატებით 400 ავტომობილზე გათვლილი ახალი ავტოსადგომი აშენდება. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც ირკვევა, დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილთან და მის მოადგილეებთან სამუშაო თათბირი გამართა, სადაც 2023 წლი გეგმები მიმოიხილეს.

მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, წელს ქუთაისის აეროპორტში დაგეგმილია მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის მთლიანი საინვესტიციო ბიუჯეტი 47 მილიონი ლარი იქნება.

„პროექტის ფარგლებში დასრულდება 3,5 კმ-იანი ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის პროექტირება, განხორციელდება სამიმოსვლო ბილოკებისა და ბაქანის გეგმიური რეაბილიტაცია, აშენდება დამატებით 400 ავტომობილზე გათვლილი ახალი ავტოსადგომი; განახლდება და დამონტაჟდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი შუქსასიგნალო სისტემები“, - წერია რელიზში.


ნანახია: 324-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საპრივატიზებო პირობების მიხედვით, ინვესტორი წყალტუბოში 160 ნომრიან სასტუმროს ააშენებს, სადაც 80 ადამიანი დასაქმდება.

ამინდი