Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

როგორია ხანძრის შედეგად დაშავებული სასულიერო პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა?

თარიღი : 28-01-2023, 18:19 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ხანძრის შედეგად დაშავებული გელათის მონასტრის წინამძღვარი მკურნალობის კურსს თბილისში გადის.

ბოლო ინფორმაციით, მამა იოსების ჯანმრთელობის მდგომარეობა 27 იანვარს დამძიმდა და სასულიერო პირი მართვით სუნთქვაზე გადაიყვანეს.

"გართულებების თავიდან ასაცილებლად ეს მიზანშეწონილი ქმედება იყო. რამდენიმე საათის შემდეგ მდგომარეობამ დაიწყო გაუმჯობესება. დღვანდელი მონაცემებით, მამაოს მდგომარეობა დასტაბილურდა და შეიმჩნევა უმნიშვნელო, თუმცა დადებითი დინამიკა (დეტალებს არ დავაკონკრეტებ)- გაუმჯობესდა სასიცოცხლო მაჩვენებლები. ასეთი გართულება მოსალოდნელი იყო და არის დამახასიათებელი მსგავს სიტუაციაში. ახლა ექიმები ყველაფერს აკეთებენ მისი სიცოცხლის გადასარჩენად და მადლობა მათ.

მრევლს, მამებს და ყველა ახლობელ და გულშემატკივარ ადამიანს კი ლოცვის მეტი არაფერი შეგვიძლია (თუმცა ლოცვა აღემატება ყველაფერს). ყველას გთხოვთ შეეწიოთ მამაოს და მოიხსენიოთ თქვენს წმინდა ლოცვებში არქიმანდრიტი იოსები. თქვენი ლოცვა სიხარულად გიქციოთ ღმერთმა,"-აცხადებს მრევლი.

ცნობისთვის, სასულიერო პირი გელათში, 16 იანვარს, მონასტრის სტუმრების სავანეში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაშავდა.


ნანახია: 246-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი