Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რას ირჩევს მოსახლეობა ვანში თავიანთი სოფლებისთვის?

თარიღი : 25-01-2023, 15:18 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ვანის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გოჩა ჭუბაბრია ადგილობრივი ხელისუფლების წევრებთან ერთად, დღეს გადიდის და ტობანიერის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შეხვდა.

გადიდსა და ონჯოხეთში ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნით რეაბილიტაცია ჩაუტარდება გადიდი - ონჯოხეთის დამაკავშირებელ საავტომობილო გზას. ტობანიერში მეფარიშვილების უბანში მოეწყობა ბეტონის გზა და გარე განათება.
კუშუბოურში, ბურკაძეები-სოსელიების საუბნო გზაზე მოეწყობა ბეტონის საფარი. ხოლო მიქელეფონში, ბელთაძეების უბანში ადგილობრივების გადაწყვეტილებით, ბეტონის გზა დაიგება.

ტობანიერი - ზედა ეწერის დამაკავშირებელ გზაზე, აჭარლების უბანში, მოსახლეობამ მხარი დაუჭირა საავტომობილო გზაზე ბეტონის საფარის მოწყობის პროექტს.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები მთელი კვირის მანძილზე გაგრძელდება და მოიცავს ვანის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელს. შეხვედრების დროისა და ადგილის შესახებ მოსახლეობას წინასწარ ეცნობება მერის წარმომადგენლების მიერ შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულებში.


ნანახია: 157-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი