ქუთაისში მაჟორიტარობის დამოუკიდებელი დეპუტატის პლაკატები ჩამოხიეს [photo]
თარიღი : 11-06-2014, 17:57 | კატეგორია: პოლიტიკა

ქუთაისში საფიჩხიის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ნათია გუდავას პლაკატები ჩამოხიეს.
ნათია გუდავა არცერთ პოლიტიკურ პარტიას ბრალს არ სდებს, თუმცა ამბობს, რომ ფაქტია მისი ყველა პლაკატის ჩამოხევა ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის ნება-სურვილი იყო.
„ჩემმა შვილმა ჩემი საარჩევნო პლაკატები გააკრა, მის მეგობრებთან ერთად. ცენტრალურ გზაზე ლამის ჩემი ყველა პლაკატი ჩამოხეული დამხვდა. გული დამწყდა ძალიან. მაქვს გონივრული ეჭვი შემკვეთზე, მიმდებარე ტერიტორიაზე მხოლოდ ერთი პოლიტიკური გაერთიანების და მაჟორიტარი დეპუტატის პლაკატი იმზირება. იმ ფინანსური და ადამიანური რესურსის ფონზე, რასაც ხარჯავთ და იყენებთ, სულ 300-მა პლაკატმა შეგაშინათ? თქვენი პირადი მითითების გარეშე ამას ვერცერთი კოორდინატორი, ვერცერთი იქაური მაცხოვრებელი გაბედავდა, არც გააკეთებდა. იყავით გონიერი და ღირსეული კანდიდატი, ნუ დაწვრილმანდებით ასე და თუკი ეს თქვენი ნების მიღმა მოხდა, მაშინ არ გყოლიათ ერთგული და პროფესიონალი გუნდი, ჩემს სიტყვებს უკან წავიღებ და ბოდიშს“, - აცხადებს საფიჩხიის მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელი კანდიდატი.

![ქუთაისში მაჟორიტარობის დამოუკიდებელი დეპუტატის პლაკატები ჩამოხიეს [photo] ქუთაისში მაჟორიტარობის დამოუკიდებელი დეპუტატის პლაკატები ჩამოხიეს [photo]](/photo/news/1402494983.jpg)