პიროვნება, რომელმაც თვითმფრინავის გატაცება სცადა, თერჯოლის რაიონის სოფელ ღვანკითის მკვიდრია
თარიღი : 11-06-2014, 15:58 | კატეგორია: ---

პიროვნება, რომელმაც თვითმფრინავის გატაცება სცადა, თერჯოლის რაიონის სოფელ ღვანკითის მკვიდრია.
თვითმფრინავის გატაცებაში ბრალდებულმა გელა სახელაშვილმა ქუთაისის კოპიტნარის აეროპორტიდან აფრენილი თვითმფრინავის ევროპის მიმართულებით წაყვანა მოითხოვა.
“ოჯახმა ვიცოდით, რომ მინსკში უნდა გადაფრენილიყო. სოციალურად დაუცველები ვართ. მეუღლე და შვილი ავადმყოფები ჰყავს და ამიტომ უნდოდა, ოჯახის სარჩენად საზღვარგარეთ წასულიყო. თუმცა ჩვენი ვარაუდით, გაფრენამდე მან არაყი დალია და მინსკის ნაცვლად მოუნდა თვითმფრინავი ევროპის რომელიმე ქალაქში დაესვა“, - განაცხადა სახელაშვილის სიმამრმა რეზო კუბლაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გელა სახელაშვილმა კოპიტნარის აეროპორტში თვითმფირინავის აფრენიდან 37 წუთში განაცხადა, რომ ბომბი აქვს და თუ ევროპის რომელიმე ქალაქში არ დასვამდნენ, ბომბს ააფეთქებდა.