Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

‘პატრიოტთა ალიანსი’ პარტიის დაჯარიმებას აპროტესტებს

თარიღი : 11-06-2014, 14:03 | კატეგორია: პოლიტიკა, არჩევნები   
topnews.com.ge
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ ორი დღის წინ პარტიის დაჯარიმებას აპროტესტებს და მომხდარს ზეწოლად აფასებს. პარტიის თავმჯდომარემ დავით თარხან–მოურავმა მომხდართან დაკავშირებით დღეს პარტიის ქუთაისის ოფისში ბრიფინგი გამართა. თარხან–მოურავი პარტიიდან თანხის გადარიცხვის დეტალებზე საუბრობს და ამბობს, რომ გადარიცხვა სრულიად გამჭვრივალედ განხორციელდა, ფინანსურმა სამსახურმა და "ქართულმა ოცნებამ" კი პარტია მაღალი რეიტინგის გამო დასაჯა.
„მათ კარგად იციან, რომ „ქართულ ოცნებას“ ქუთაისში გამარჯვების შანსი არ აქვს. ყველა გამოკითხვა ადასტურებს, რომ ჩვენი მერობის კანდიდატი ალქსანდრე კეზევაძე ლიდერობს რეიტინგით. ეს ფაქტი იწვევს მათ გაღიზიანებას და ამ ფორმით ცდილობენ ჩვენზე ზეწოლას“,–აცხადებს პარტიის თავმჯდომარე.
თარხან–მოურავის თქმით, გადარიცხვა, რომლის დროსაც ფინანსრუმა სამსახურმა დარღვევა დააფიქსირა, აპრილში არის განხორციელებული. მისი თქმით, პარტიის ოფისის იჯარის თანხა 8 500 ლარი პარტიის ანგარიშიდან იმიტომ გადაირიცხა, რომ იმ დროს ისინი არც საარჩევნო სუბიექტები იყვნენ და არც საარჩევნო ნომერი ჰქონდათ მინიჭებული.
ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა პარტია ორი დღის წინ დააჯარიმა. ჯარიმის დაკისრების მიზეზად პარტიის ოფისის იჯარის თანხის ანგარიშიდან და არა ფონდიდან გადარიცხვა დასახელდა.


ნანახია: 1862-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge კანდიდატების სიას წარმოგიდგენთ:
საჩხერეში რესპუბლიკური პარტიის 20-მდე წევრმა პარტია დატოვა. ისინი ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს უერთდებიან.
ქუთაისის საკრებულოს ნაციონალი წევრის გია გოქაძის თქმით, ქალაქში ბოლო დღეებში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები პრემიერ–მინისტრის
ინფორმაციას ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია 'სამართლიანი არჩევნები' ავრცელებს.

ამინდი