ძლიერი ქარის გამო, ქუთაისის მოსახლეობის ნაწილს სასმელი წყალი კვლავ არ მიეწოდება
თარიღი : 12-01-2023, 10:22 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისში ძლიერი ქარისგან გამოწვეული ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანების გამო, ფარცხანაყანევის სათავე ნაგებობასა და კლდიაშვილის სატუმბ სადგურს ელექტროენერგია არ მიეწოდება, რის შედეგადაც, წყალმომარაგება შეწყვეტილია საფიჩხიის, სულხან-საბას, ვაკისუბნისა და ნიკეას ადმინისტრაციული ერთეულებისთვის.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, “ენერგო-პრო ჯორჯია” აქტიურად მუშაობს პრობლემის დროულად მოსაგვარებლად.
“კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო. დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საიტზე: www.water.gov.ge. 24 საათიან რეჟიმში მუშაობს კომპანიის ცხელი ხაზი: 032 293 00 00,”-ნათქვამია განცხადებაში.