Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

უფასო კვების პროგრამა ქუთაისლების ამაყი მენტალიტეტის იმედად

თარიღი : 11-06-2014, 12:11 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, არჩევნები   
topnews.com.ge
უფასო კვება –ჩაით, პურით და წვნიანით დღეში ერთხელ ქუთაისის ყველა ფენის წარმომადგენლისთვის, უფასო ტანსაცმელი გაჭირვებულებისთვის, უფასო საცხოვრებელი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფებისთვის, უფასო ჯანდაცვა და უფასო ავტობუსი –ეს „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ქუთაისის მერობის კანდიდატის „უფასო“ საარჩევნო პროგრამის „უფასო“ პუნქტებია. ალექსანდრე კეზევაძეს ქუთაისში ცხოვრების გაუმჯობესება ამ გზით ესახება, თუმცა, მერობის კანდიდატი კონკრეტულ მექანიზმებზე დეტალურად არ საუბრობს. მაგალითად, კეზევაძემ არ იცის რა დაუჯდება ბიუჯეტს თუნდაც ერთი დღით ქუთაისლების გამოკვება, თუმცა, ქუთაისლების ამაყი მენტალიტეტის იმედადაა და ამბობს, რომ უფასო სასადილოებით მხოლოდ ისინი ისარგებლებენ, ვისაც ეს ყველაზე მეტად ესაჭიროება.
„ძალიან ამაყები არიან ქუთაისლები მოგეხსენებათ და ყველა არ შევა იქ ერთი თეფში წვნიანისთვის. ამ სასადილოებით მხოლოდ გაჭირვებულები ისარგებლებენ და თუ იქნება შემთხვევა, რომ დედას ბავშვისთვის არ ექნება დილით საჭმელი, ჩავა და ამოიტანს წვნიანს“,–ამბობს ალექსანდრე კეზევაძე.
მთავარ შეკითხვაზე, რაც ალექსანდრე კეზევაძის „უფასო“ პროგრამის გაცნობისას ჩნდება, ალექსანდრე კეზევაძე პასუხობს, რომ მისი საარჩევნო პროგრამა სავსებით რეალისტურია.


ნანახია: 1939-ჯერ

მსგავსი სიახლეები
წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, პარტიის ქუთაისის მერობისა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დღეს, მწვანეყვავილას ქუჩაზე
პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე უფასო წამლების პროგრამის დაწყებას

ამინდი