Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 665 ათასს აჭარბებს

თარიღი : 9-01-2023, 15:53 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ერთ წელიწადში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 4.4%-ით გაიზარდა.

სოციალური მომსახურების სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2022 წლის ნოემბერში საარსებო შემწეობას საქართველოს მოსახლეობის 17,9% ანუ 665 992 ადამიანი იღებდა, ეს კი 28 245-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2021 წლის ნოემბერში სახელმწიფოს დახმარების იმედად 637 747 ადამიანი იყო.

ამასთან, საანგარიშო პერიოდში 75 902-ით გაიზარდა იმ ადამიანების რიცხვიც, ვინც თვლის, რომ ღარიბია და ფულად დახმარებას საჭიროებს.

კერძოდ, თუ 2021 წლის ნოემბერში მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამაში რეგისტრირებული იყო 1 085 443 ადამიანი, 2022 წლის ნოემბერში ეს მაჩვენებელი 1 161 345-მდე გაიზარდა. აქ მატება 7%-ია.


ნანახია: 218-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საქართველოს მოსახლეობის 12,2% სახელმწიფოს ხარჯზე ცხოვრობს. სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკური მონაცემებით, 2018 წლის
2018 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით საარსებო შემწეობას კი საქართველოს მასშტაბით 418 351 ადამიანი იღებს, რაც მთლიანი

ამინდი