ქუთაისში, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადასარჩენად სანთლები დაანთეს
თარიღი : 5-01-2023, 16:21 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. “ნაციონალური მოძრაობის” წევრებისა და პარტიის მხარდამჭერების მოთხოვნას ყოფილი პრეზიდენტის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა და მისი სიცოცხლის გადარჩენა წარმოადგენს.
აქციის მონაწილეებმა პარლამენტის ყოფილ შენობასთან სანთლები დაანთეს, ყოფილი პრეზიდენტისთვის ილოცეს და ხელისუფლებას მიმართეს.
“მიხეილ სააკაშვილი უნდა გადარჩეს. ხელისუფლებას არ მივცემთ ამ ქვეყნის აღმაშენებლის მკვლელობის უფლებას,”-აცხადებენ აქციის მონაწილეები.