შოთა მურღულიას 'მოლოდინები და პროგნოზები'

რუბრიკა "ქუთაისის მერობის კანდიდატების მოლოდინები და პროგნოზები" ადგილობრვი თვითმმართველობის არჩევნებამდე ყველა კანდიდატს დაეთმობა. რუბრიკაში ქუთაისის მერობის კანდიდატები აფასებენ საარჩევნო კამპანიას და აკეთებენ პროგნოზებს არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით.
რუბრიკის პირველი სტუმარია "ქართული ოცნების" ქუთაისის მერობის კანდიდატი შოთა მურღულია
კმაყოფილი ხართ თუ არა თქვენი საარჩევნო კამპანიით?
ვფიქრობ, საკმაოდ კარგად წარიმართა ჩვენი საარჩევნო კამპანია. 10 ათასზე მეტ ადამიანს შევხვდი, სხვადასხვა სფეროდან. თითქმის ყველა პროფესიის ადამიანს გავაცანი ჩვენი ხედვები. შესაბამისად კმაყოფილი ვარ
დაფიქსირდა თუ არა ხელის შეშლის ფაქტები საარჩევნო კამპანიის წარმოების დროს?
არც ერთ არჩევნებზე არ ყოფილა ასეთი მშვიდი გარემო და ამას ყველა აღნიშნავს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. იგივე შემიძლია პირადად ჩემს შემთხვევაში ვთქვა, არც ჩვენ და არც სხვა პოლიტიკურ პარტიას არ ქონია ხელის შეშლის ფაქტი. უმნიშვნელო დაპირისპირებაც კი არ ყოფილა
თქვენი პროგნოზით, რამდენ პროცენტს აიღებთ როგორც მერობის კანდიდატი?
ველოდებით მხოლოდ კარგ შედეგებს, დარწმუნებული ვარ ქალაქის მერი გავხდები.
თქვენი პროგნოზით, რამდენი დეპუტატი მოხვდება საკრებულოში თქვენი პარტიული სიით?
იგივე შემიძლია გითხრათ, "ქართული ოცნება" მნიშვნელოვანი უმრავლეობით მოვა საკრებულოში.
რამდენი დაიხარჯა თქვენი საარჩევნო კამპანიისთვის?
ხარჯებზე მართლა არაფერი ვიცი, რადგან ადგილობრივ შტაბს არ დაუხარჯავს არაფერი. ჩემი საარჩევნო კამპანია მთლიანად ცენტრალური ოფისიდან ფინანსდებოდა.