Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ადგილები ქუთაისში, სადაც 31 დეკემბერს ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

თარიღი : 30-12-2022, 20:24 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებით, 30 და 31 დეკემბერს რამდენიმე ლოკაციაზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება.

კერძოდ:

სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა და პარკირება სრულად შეიზღუდება ვერიკო ანჯაფარიძის სკვერის მიმდებარედ (ცისფერყანწელების და გრიშაშვილის ქუჩებზე) 10:00 საათიდან ღონისძიებების დასრულებამდე.

30 დეკემბერს დავით აღმაშენებლის მოედანზე (გელათის ქუჩის დასაწყისი, “მაკდონალდსის“, მესხიშვილის დრამატული თეატრის და შადრევანის მიმდებარე ტერიტორია) შეიზღუდება მოძრაობა და ნაწილობრივ პარკირება, სცენის მონტაჟისა და დემონტაჟისთვის.

31 დეკემბერს, 10:00 საათიდან, სრულად შეიზღუდება სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა და პარკირება დავით აღმაშენებლის მოედანზე, ღონისძიებების დასრულებამდე.

შესაბამისად, შეიცვლება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის სქემა და ავტობუსები იმოძრავებენ შემდეგი სვლა-გეზებით:

N⁰1L ავტობუსი, ნაცვლად თამარ მეფის ქუჩისა და აღმაშენებლის მოედნისა, იმოძრავებს მანდარიას, წერეთლის, აღმაშენებლის, გ. ტაბიძის ქუჩების და წითელი ხიდის გავლით. აღნიშნული სვლაგეზის დანარჩენი მონაკვეთები უცვლელი რჩება.

N⁰3 ავტობუსი, ნაცვლად თამარ მეფის ქუჩისა, იმოძრავებს სოლომონ პირველის, 26 მაისის, კოსტავას, ბროსეს და ფალიაშვილის ქუჩების გავლით. აღნიშნული სვლაგეზის დანარჩენი მონაკვეთები უცვლელი რჩება.

N⁰4 ავტობუსი, ნაცვლად თამარ მეფის ქუჩისა და აღმაშენებლის მოედნისა, იმოძრავებს მანდარიას, წერეთლის, აღმაშენებლის, გ. ტაბიძის ქუჩების და წითელი ხიდის გავლით. აღნიშნული სვლაგეზის დანარჩენი მონაკვეთები უცვლელი რჩება.

N⁰5 ავტობუსი, ნაცვლად თამარ მეფის ქუჩისა და აღმაშენებლის მოედნისა, იმოძრავებს მანდარიას, წერეთლის, აღმაშენებლის, გ. ტაბიძის ქუჩების და წითელი ხიდის გავლით. აღნიშნული სვლაგეზის დანარჩენი მონაკვეთები უცვლელი რჩება.

N⁰41 ავტობუსი, ნაცვლად თამარ მეფის ქუჩისა, იმოძრავებს სოლომონ პირველის, 26 მაისის, კოსტავას, ბროსეს და ფალიაშვილის ქუჩების გავლით. აღნიშნული სვლაგეზის დანარჩენი მონაკვეთები უცვლელი რჩება.

N⁰113 ავტობუსი, ნაცვლად თამარ მეფის ქუჩისა, იმოძრავებს სოლომონ პირველის, 26 მაისის, კოსტავას, ბროსეს და ფალიაშვილის ქუჩებზე. აღნიშნული სვლაგეზის დანარჩენი მონაკვეთები უცვლელი რჩება.

N⁰6 ავტობუსი, ნაცვლად აღმაშენებლის მოედნისა, იმოძრავებს დავით და კონსტანტინეს ქუჩის გავლით , ვარლამიშვილის მოედანზე. სვლაგეზის დანარჩენი მონაკვეთები უცვლელი რჩება.

N⁰19 ავტობუსი, ნაცვლად აღმაშენებლის მოედნისა, იმოძრავებს მარი ბროსეს ქუჩის გავლით, ფალიაშვილის ქუჩაზე. სვლაგეზის დანარჩენი მონაკვეთები უცვლელი რჩება.

N⁰141 ავტობუსი, ნაცვლად თბილისის ქუჩისა, იმოძრავებს ვარლამიშვილის ქუჩაზე და გაივლის გელათის ქუჩას. სვლაგეზის დანარჩენი მონაკვეთები უცვლელი რჩება.


ნანახია: 248-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი