ქუთაისის საკრებულოს დეპუტატების 25 ათას ლარიანი მატერიალური დახმარება
თარიღი : 10-06-2014, 13:24 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა

საარჩევნო ბლოკი „არასაპარლამენტო ოპოზიციის“ სიის პირველმა ნომერმა ქუთაისში გოგი წულაიამ საკრებულოს დეპუტატებისთვის მატერიალური დახმარების მიზნით ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანხების გამოყოფა გააპროტესტა. დოკუმენტაცია, რომელიც წულაიამ გამოითხოვა 2010-2014 წლებს მოიცავს. დოკუმენტაციის მიხედვით14 დეპუტატი 2010 წლიდან მატერიალურ დახმარებას რეგულარულად იღებდა. დახმარების მინიმალური რაოდენობა 500, მაქსიმალური კი 2150 ლარია.
აქედან 2010 დან 2014 წლის ჩათვლით 3423 ლარი აიღო რაულ ქორჩილავამ, დავით დვალი კი 3846 ლარიანი მონაცემებით სიის ერთ-ერთი ლიდერია.მატერიალური დახმარება ასევე აღებული აქვს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატს გია გოქაძეს,ნოე კუხიანიძეს და დავით გოგისვანიძეს.
წულაიამ ასევე გააპროტესტა მერიის სამსახურების სატელეფონო და საწვავის ხარჯები.