Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

შოთა მურღულია: -‘ქუთაისის მერიის აუქციონები მე-19 საუკუნეს მახსენებდა'

თარიღი : 10-06-2014, 11:59 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, არჩევნები   
topnews.com.ge
"ქართული ოცნების" ქუთაისის მერობის კანდიდატი შოთა მურღულია ქუთისში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე მურღულიამ თვითმმართველობის რეფორმაზე და ქუთაისის მერიის ელექტრონულ სისტემაზე გადასვლის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით ელექტრონული აუქციონები საკამრისი არ არის და მერიის მთელი სისტემა ამ ტიპის მართვაზე უნდა გადავიდეს.
„როცა ინფრასტრუქტურის სამინისტროში ვმუშაობდი და მესმოდა, რომ ქუთაისში მუდმივად განხილვის თემა იყო ქონების გასხვისება, ყოველთვის მიკვირდა რა ქონებას ფლობდა ქუთაისი იმდენს, რომ მის პრივატიზებას ვერ ახერხებდა. როცა აქ ჩამოვედი და აუქციონი ვნახე, მეცხრამეტე საუკუნე გამახსენდა, ჩაქუჩის პრინციპით რომ იყიდებოდა ქონება. ერთი ობიექტის ან მიწის ნაკვეთის გასაყიდად ახლაც 57 ხელმოწერაა საჭირო, მაშინ, როცა ეს ყველაფერი გაცილებით მარტივად შეიძლება გაკეთდეს. მიმაჩნია, რომ მთელი სისტემა ადგილობრივ თვთმმართველობაში უნდა გადავიდეს ელექტრონულ მართვაზე“,-განაცხადა მურღულიამ.
შეხვედრაზე ასევე აქცენტი გაკეთდა ქუთაისში არსებულ ინფრასტრუქტურულ და სოციალურ პრობლემებზე.
„ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი იყო განხილული. მას აქვს თავისი გეგმები, თუმცა, საბოლოო არჩევანი მაინც ხალხის გასაკეთებელია“,-განაცხადა „ქუთაისის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრის“ წარმომადგენელმა სოფიო კუპატაძემ.


ნანახია: 1861-ჯერ

მსგავსი სიახლეები
„ქართული ოცნების“ ქუთაისის მერობის კანდიდატი შოთა მურღულია ქალაქში მოქმედ სამედიცინო დაწესებულებების ხელმძვანელებსა და ექიმებს
ქუთაისის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვის სამსახურმა გაწეული საქმიანობის ანგარიში
"ქართული ოცნების" ქუთაისის მერობის კანდიდატი შოთა მურღულია დღეს ხანდაზმულებს ამ უკანასკნელთა ინიციატივით შეხვდა.
ქალაქის მერმა ენჯეო სექტორს ქუთაისის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიაზე ერთობლივი მუშაობის შესახებ ესაუბრა.
ქუთაისის მერი შოთა მურღულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს