Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

სამართლებრივი ოლიმპიადა მომავალი იურისტებისათვის და საია-ს პრიზები

თარიღი : 10-06-2014, 00:38 | კატეგორია: სამართალი   
topnews.com.ge
"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ქუთაისის ფილიალის და იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის ორგანიზებით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში სამართლებრივი ოლიმპიადა -„ახალგაზრდა იურისტები სამართლიანი, თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნებისათვის“ გაიმართა.
ოლიმპიადის მიზანს სტუდენტებს შორის არჩევნების და საარჩევნო სამართლის პოპულარიზაცია, საარჩევნო სამართლის სფეროში ცოდნის გაღრმავება; აკადემიური წერის, ზეპირი პრეზენტაციისა და დებატების არგუმენტირებულად წარმართვის უნარის ამაღლება; სტუდენტებისთვის საარჩევნო დავის პროცესის პრაქტიკული მხარეების გაცნობა და ასეთ დავებში მონაწილეთათვის შესაბამისი უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა, ასევე, საარჩევნო დავებზე სასამართლო გადაწყვეტილებების პოპულარიზაცია წარმოადგენდა.
ოლიმპიადაში მონაწილეობა მიიღო იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისგან დაკომპლექტებულმა 12-მა გუნდმა. ეს გუნდებია: „მეოხი“, „HERRA”, “ნიკე“, „სამი კაპიტანი“, „გამჭვირვალობა“, „თემიდა“, „პრეცედენტი“, „იუსტიცია“, „სამართალი“,“VOIR DIRE”, „ახალგაზრდა იურისტები“ და „მფრინავი ჰოლანდიელი“.
ოლიმპიადის ჟიურიმ შემდეგ ნომინაციებში გამარჯვებულები გამოავლინა:
1. „საუკეთესო გუნდი“- „VOIR DIRE“ (გუნდის კაპიტანი ეკატერინე ტყაბლაძე; გუნდის წევრები ანა ხურცილავა და სოფიო აბზიანიძე);
2. „საუკეთესო სასამართლო გუნდი“-„პრეცედენტი“ (გუნდის კაპიტანი- ქეთევან ასათიანი , გუნდის წევრები ვალერი იობიძე და თეონა ხვადაგიანი);
3. „საუკეთესო მოსარჩელე გუნდი“- „VOIR DIRE“ (გუნდის კაპიტანი ეკატერინე ტყაბლაძე; გუნდის წევრები ანა ხურცილავა და სოფიო აბზიანიძე);
3. „საუკეთესო მოპასუხე გუნდი „“გამჭვირვალობა“ (გუნდის კაპიტანი თეონა სალდაძე, გუნდის წევრი მარიამ ტურძელაძე);
4. „საუკეთესო მოსამართლე“-ქეთევან ასათიანი (გუნდი „პრეცედენტი“-ს კაპიტანი);
5. „საუკეთესო მოსარჩელე“-ეკატერინე ტყაბლაძე (გუნდი „VOIR DIRE“-ს კაპიტანი);
6. „საუკეთესო მოპასუხე“-თამარ ზარნაძე (გუნდი „HERRA”-ს კაპიტანი);
7. „საუკეთესო ახალგაზრდა იურისტი“-თორნიკე მიქაბერიძე ( გუნდი „ახალგაზრდა იურისტები“-ს წევრი);
8. „საარჩევნო სამართლის საუკეთესო მცოდნე“-ანა ხურცილავა ( გუნდი „VOIR DIRE“ -ს გუნდის წევრი);
9. „ჟიურის სიმპათია“-თათია ჯანღავა (გუნდი „იუსტიცია“-ს წევრი).

ოლიმპიადის გამარჯვებულები და მონაწილეები საია-ს ქუთაისის ფილიალის თავმჯდომარემ გიორგი ჭიქაბერიძემ,იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის პრეზიდენტმა თამარ მეტრეველმა და ჟიურის წევრებმა დააჯილდოვეს. მათ საჩუქრად სხვადასხვა დასახელების იურიდიული ლიტერატურა და სერთიფიკატები გადაეცათ.


ნანახია: 2326-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ იურიდიული, ან საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტის ბაკალავრიატის მე-2, მე-3 ან მე-4 კურსის
ეს ტრადიცია ვანის რაიონის სოფელ ციხესულორში უკვე 20 წელზე მეტია გრძელდება.
სადაც ვანის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების 6 გუნდი ეჯიბრებოდა ერთმანეთს.
ჟიურის მიერ დაწერილ ჯამური შეფასების მიხედვით 43 ქულით გაიმარჯვა ზეინდრის საჯარო სკოლის გუნდმა 'VIP', რომელსაც ჩემპიონატის თასი

ამინდი